jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ანალიტიკოსი
მომწოდებელი: MS Holding
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / განცხადების ვადა: 22 მაისი

"MS Holding" - ს ქართულ ბაზარზე მოღვაწეობის 20 წლიანი ისტორია აქვს. კომპანია ლიდერ პოზიციაზეა, როგორც იმპორტირებული პროდუქციის პორტფელით, ასევე სადისტრიბუციო სერვისით, მთელი საქართველოს მასშტაბით. "MS Holding" - ის მმართველობაში შედის სხვადასხვა ბიზნეს ობიექტი - ჰორეკას მიმართულებით, წარმოების სფეროში და უძრავი ქონების სექტორში.

"ემ ეს ჰოლდინგის" პრიორიტეტული მიმართულებაა სამზარეულოს ტექნიკისა და ჭურჭლის იმპორტი და დისტრიბუცია. ამ ეტაპზე კომპანია 10 000 - მდე დასახელების პროდუქციის იმპორტს ახორციელებს და ემსახურება 500 - მდე სავაჭრო ობიექტს საქართველოში, მათ შორის ორგანიზებულ ქსელებს - კარფური, გუდვილი, დომინო, გორგია, ფრესკო, ნიკორა, აგროჰაბი და სხვა.

კომპანია "MS holding" ეძებს განვითარებაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ და ახალი გამოწვევების მოყვარული ადამიანს ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ჭირნახულის 4
სამუშაო საათები: 09:30 - 18:00 საათი. შაბათ - კვირას დასვენება
ანაზღაურება: ფიქსირებული

ფუნქცია-მოვალეობები:

** ანგარიშგების წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან კომპანიის შესაბამისი სტანდარტების და პროცედურების მიხედვით;
** მონაცემთა ბაზებიდან, რეპორტებიდან და სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან საჭირო მონაცემების მოპოვება და ანალიზი;
** საწყობში არსებული პროდუქციის მარაგების მართვა, ანალიზი და ოპტიმიზაცია;
** წინასწარ დადგენილი პერიოდულობით, მარაგების შევსებისა და ხარჯვის შესახებ ინფორმაციის შეგროვება - რეპორტინგი;
** ხელმძღვანელთან ერთად ეფექტური საოპერაციო სტრატეგიების შემუშავება და წინასწარ გაწერილი სტრატეგიის რეპორტინგი;
** გაყიდვების რეპორტების წარმოება;
** საჭიროების შემთხვევაში ფინანსური რეპორტების წარმოება;
** ყოველთვიური და კვარტალური მონაცემების პრეზენტაციის სახით წარდგენა მენეჯმენტთან.
** სამუშაო პროცესისთვის საჭირო ახალი რეპორტების შექმნა / დამუშავება;
** პროგრამაში დასანარგი რეპორტის /მოდულის უზრუნველყოფა / კომუნიკაცია შემსრულებელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანასების მიმართულებით;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (მარაგების დაგეგმვის ან/და ანალიტიკის მიმართულებით);
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია APEX - ში მუშაობის გამოცდილება;
** Retail - ში მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ენის ფლობა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა.
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურობა;
** თვითგანვითარებისკენ სწრაფვა;

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@msholding.ge და გთხოვთ სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი კანდიდატურა.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |