"სვიფტ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას სალომბარდე სესხების ექსპერტის პოზიციაზე.
სვიფტ კრედიტი გასცემს ტექნიკით უზრუნველყოფილ სალომბარდე სესხებს და ბაზარზე წარმოადგენს ერთ-ერთ მსხვილ ფინანსურ ორგანიზაციას მომსახურების ამ სფეროში. კომპანია ორიენტირებულია სანდოობაზე, მომსახურების სისწრაფეზე, მაღალ ხარისხზე და მოქნილ საგადახდო პირობებზე.
მდებარეობა: ქალაქი თბილისი, გლდანი-ხიზანიშვილის ქუჩა/ვარკეთილი-ჯავახეთის ქუჩა
სამუშაო გრაფიკი: 3 დღეში ერთხელ 24 საათიანი სამუშაო გრაფიკი, ღამის საათებში მოსვენების უფლებით.
სტაჟირება: შერჩეულ კანდიდატს უტარდება ტრენინგი/სტაჟირება ტექნიკის შეფასების შესწავლის მიზნით.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი, ხელზე ასაღები 1100 ლარი + ბონუსი (200-400).
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სალომბარდე სესხის გაცემა;
** ტექნიკის შეფასება;
** ნაღდ ფულთან დაკავშირებული სალარო ოპერაციების წარმოება;
საჭირო ცოდნა კვალიფიკაცია და უნარები:
** სასურველია უმაღლესი განათლება (მისაღებია საშუალო განათლებაც);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV-ი ფოტო-სურათით შემდეგ მისამართზე: swiftcredit.hr@gmail.com