jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: მადარტი
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / განცხადების ვადა: 16 მაისი

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. კომპანიის უმთავრესი ღირებულება ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და ერთობლივი მიზანსწრაფვაა.

დღეს, "მადარტის" გუნდი 1000-მდე თანამშრომელს აერთიანებს წარმოების, ხარისხის, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, გაყიდვების, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საოპერაციო და ლოჯისტიკის მიმართულებით.

თუ შენი მიზანია შექმნა შენი წარმატების ისტორია, ჩვენ დაგეხმარებით მიზანი აქციო რეალობად, მოგცემთ განვითარების და შენი უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას.

გახსოვდეს - ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები!

დაგვიმეგობრდი: https://www.facebook.com/madartcareer
გაგვიცანი უკეთ: https://madart.ge/

კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ოფის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის 145
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი; 09:00 - 18:00
ანაზღაურება: 1500-2000 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ადმინისტრაციული ოფისის გამართულ ფუნქციონირებაზე ზრუნვა;
** კომპანიის საოფისე-ადმინისტრაციული საკითხების მართვა;
** ოფისისთვის საჭირო საკანცელარიო და საყოფაცხოვრებო პროდუქციის შესყიდვასთან დაკავშირებული პროცესების მართვა;
** შიდა და გარე კორესპონდენციის მართვა - მიღება, შესაბამისი განყოფილებისთვის
მიწოდება, გაგზავნა;
** ოფისის მძღოლების მარშრუტების ადმინისტრირება;
** სატელეფონო ზარებსა და კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე მოსული წერილების
ყოველდღიური მონიტორინგი, პასუხი და საჭიროებისამებრ გადამისამართება;
** საჭიროების შემთხვევაში გასაუბრებაზე დასაბარებელ კანდიდატებთან სატელეფონო
კომუნიკაცია;
** დირექტორისთვის/სტუმრებისთვის ყავა&ჩაის შეთავაზება-მომზადება;
** ოფისში მოსული სტუმრების დახვედრა, გადამისამართება;
** შეხვედრების ორგანიზების უზრუნველყოფა.

ამისათვის შენ გევალება, გაიარო შერჩევის შემდეგი ეტაპები:

** რეზიუმეების გადარჩევა;
** გასაუბრება HR ჯენერალისტთან;
** ტესტირება Excel-ში;
** გასაუბრება დირექტორთან და ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერთან.

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია);
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** უმაღლესი განათლება;
** MS Office-ის განსაკუთრებით Excel_ის ცოდნა;
** ინგლისურის ან/და რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

ჩვენ ასევე გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ით სარგებლობას;
** პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
** პარკირების შეუფერხებლობას;
** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს.

რეზიუმეების მიღება განხორციელდება 16 მაისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე jobs@madart.ge

შერჩევის ბოლო ეტაპიდან არაუგვიანეს 2 კვირისა კანდიდატს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება უკუკავშირი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.

CV-ს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები CV-ს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი ვაკანსიები განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ რაც მოხდება ვაკანსიის განახლება. იმ შემთხვევაში თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელფოსტის მისამართზე: vacancy@madart.ge

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |