jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ცვლის მენეჯერი
მომწოდებელი: საბვეი
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / განცხადების ვადა: 22 მაისი

ვისოლ ჯგუფის წევრი კომპანია "Subway" აცხადებს ვაკანსიას ცვლის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო განაკვეთი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** დაქვემდებარებული თანამშრომლების/ცვლის მართვა;
** ყოველდღიურად რესტორნის გახსნისა და დახურვის პროცედურებს შესრულება;
** მომსახურე პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი პროდუქტის ხარისხის, ეფექტური მომსახურებისა და სისუფთავის უზრუნველსაყოფად;
** სალარო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის კონტროლის პროცედურების დაცვა;
** ჩართულობა პროდუქციის მომარაგების და დასაწყობების პროცესში დადგენილი სტანდარტების დაცვით;
** მონაწილეობა დაქვემდებარებული თანამშრომლების ტრენინგის პროცესში

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება სარესტორნო სფეროში;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლიანობა;
** გუნდის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სწრაფ რეჟიმში მუშაობის უნარი

რას გთავაზობთ ჩვენ?

** მზარდ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვან ფასდაკლებას კვებაზე;
** Fitpass

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე jobs@subway.ge.

აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |