jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ჰორეკა პრისეილერი
მომწოდებელი: იბერია რეფრეშმენტსი
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / განცხადების ვადა: 22 მაისი

ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი, საქართველოში აცხადებს ვაკანსიას, თბილისში, ჰორეკა პრისეილერის თანამდებობაზე.

კომპანიის შესახებ:

ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" არის "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში და აქვს ექსკლუზიური უფლება აწარმოოს და დისტრიბუცია გაუწიოს უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელებს (Pepsi, 7 UP, Mirinda, Aquafina) და "სნექების" კატეგორიას (Lays, Doritos, Cheetos, etc); ასევე, ახორციელებს "Max Power-ის " და ქართული ლიმონათების (Iberia) წარმოებას და დისტრიბუციას საქართველოში

ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" ფუნქციონირებს 2001 წლიდან და ამჟამად, არის კერძო საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის "Revery Group - ის " წევრი. კომპანიაში დასაქმებულია 600-მდე თანამშრომელი, მთელი საქართველოს მასშტაბით.

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი ობიექტების მოძიება/მოზიდვა, მონაცემთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება და კონტროლი;
** ჰორეკა მენეჯერთან მჭიდრო კავშირი და სამუშაო გეგმის შედგენა;
** კომპანიის მნიშვნელოვან კლიენტებთან კომპლექსური მოლაპარაკებების წარმოება, მათთან გრძელვადიანი ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები / პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ჰორეკა მიმართულებით, გაყიდვების სფეროში, მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** საკუთარი ავტომობილი (აუცილებელია);
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდურობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურება ფიქსირებულს +ბონუსი;
** განვითარებისა და დაწინაურების პერსპექტივა;
** საწვავი;
** კორპორაციული SIM ბარათი;
** ჯანმრთელობის დაზღვევის კონკურენტული პაკეტი;

აპლიკაციის შემოტანის პროცედურები:

ყველა დაინტერესებულ კანდიდატს შეუძლია გამოგზავნოს საკუთარი რეზიუმე, შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@pepsi.ge პოზიციის დასახელება " ჰორეკა პრისეილერი თბილისში" უნდა იყოს მითითებული ელფოსტის სათაურში ("subject"-ში). დაკავშირება მოხდება, მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აპლიკაციის შემოტანის საბოლოო ვადა: 22/05/2024

კომპანია " იბერია რეფრეშმენტსში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და შეინახება, არაუმეტეს, 1 წლის ვადით. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |