jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ტექნიკოსი
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / განცხადების ვადა: 25 მაისი

შპს "ალტა" დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით, წლების განმავლობაში გაფორმებული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.

"ალტა" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება პროდუქტის ფუნქციონალურ თუ ტექნიკურ მახასიათებელზე;
** შეძენილი პროდუქტის შემოწმება და სხვადასხვა ფუნქციების დემონსტრირება;
** შეძენილი პროდუქტისთვის ლიცენზირებული პროგრამების შეთავაზება და ინსტალირება;
** მომხმარებლის მიერ პროდუქტის ექსპლუატაციისა თუ მახასიათებლების ირგვლივ დასმულ შეკითხვებზე სრულყოფილი პასუხის გაცემა და მოხმარების წესების და თავისებურებების გაცნობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ოპერაციული სისტემა Windows-ის და პერსონალური კომპიუტერის ცოდნა მომხმარებლის დონეზე;
** ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** ენერგიული;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancyaltaretail@alta.ge 2024 წლის 25 მაისის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject")მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ალტა"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |