jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ფინანსური მენეჯერი
მომწოდებელი: ფუდსერვისი
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / განცხადების ვადა: 25 მაისი

"ფუდმარტის" ჯგუფის წევრი, სადისტრიბუციო/ლოგისტიკური კომპანია "ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების Danone -ის, Sadia-ას, Roshen - ის და ასევე საკუთარი ბრენდის Supremo-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

კომპანია "ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის #40 - ტრანსპორტირება მ/ს ავლაბრიდან, სამგორიდან და რუსთავიდან.
სამუშაო გრაფიკი: 09:00სთ - 17:00სთ, პარასკევი მოკლე დღე - 09:00სთ - 14:00სთ;
სახელფასო განაკვეთი: 4000 ლარიდან.

ფუნქციები:

** კომპანიის ფინანსური და ბუღალტრული პოლიტიკის დაგეგმვა და მართვა;
** ფინანსური დეპარტამენტის გამართული, ეფექტიანი და დროული საქმიანობის უზრუნველყოფა;
** არსებული და სამომავლო პროექტების მომგებიანობის და ეფექტურობის ანალიზი;
** კომპანიის წლიური ბიუჯეტის შემუშავება და კონტროლი;
** დებიტორების, კრედიტორებისა და მარაგების ნაშთების კონტროლი და შესაბამისი რეპორტების წარმოება;
** ფინანსური რეპორტების მომზადება, ავტომატიზაცია, სტანდარტიზაცია და ანალიზი;
** ყოველწლიური ფინანსური აუდიტის პროცესში ჩართულობა და მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
** ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულების მიმდინარე მხარდაჭერა ფინანსურ საკითხებზე;
** ფინანსური რისკების იდენტიფიცირება და მათ მინიმალიზაციაზე მუშაობა;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია Ms Power BI-ში მუშაობის გამოცდილება;
** საგადასახადო კანონმდებლობის საბაზისო დონეზე ცოდნა.

შერჩევის ეტაპები:

** ექსელის/ფინანსების ტესტი;
** გასაუბრება

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: vacancy@gfs.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება - " ფინანსური მენეჯერი", რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!

კომპანია ფუდსერვისში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ფუდსერვისის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |