jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / განცხადების ვადა: 20 მაისი

ს.ს. "გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია" - შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ეძებს გუნდის ახალ წევრს.

კომპანიის ძირითადი საქმიანობა - ინოვაციური გადაწყვეტილებებით მარტივი, უსაფრთხო და მოხერხებული გადახდების სისტემის ჩამოყალიბებაა, Visa International, MasterCard Worldwide, და UPI (Union Pay International) - ის რეგულაციებისა და PCI (Payment Card Industry) მონაცემთა უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად.

სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი

სამუშაოს ძირითადი ამოცანები და პასუხისმგებლობები:

** სატენდერო დოკუმენტაციის ან/და შესყიდვის სახეობის მიხედვით, მოთხოვნების, შეფასების კრიტერიუმების დოკუმენტის შემუშავება და განვითარება;
** ბაზრის მუდმივი კვლევა, პოტენციური მომწოდებლების მოძიება, შესყიდვის ობიექტის კატეგორიების მიხედვით;
** შესყიდვის პროცესის წარმოებისას დაგროვილი მონაცემების, დოკუმენტების შენახვა/აღრიცხვა;
** შესყიდვის ხელშეკრულების/გარიგების პირობების კონტროლი, ხელშეკრულების პირობების ჩამოყალიბება;
** აქტიური კომუნიკაცია დამკვეთებთან, მომწოდებლებთან და დაკავშირებულ თანამშრომლებთან;
** განხორციელებული საქმიანობის შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
** კორპორატიული პოლიტიკისა და სტანდარტების დაცვა.

განათლება და გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე ერთწლიანი გამოცდილება;
** საბანკო/საბარათე სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (ვერბალური და წერითი კომუნიკაცია).

უნარები:

** მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის და დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
** სისხარტე, გუნდური მუშაობა, პასუხისმგებლობა, კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ CV გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ufc.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 20 მაისი, 2024 წ

შენიშვნა: წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ ცხელი ხაზზე: 032 2 777 222

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |