jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: შშმ პირთა/ბავშვთა დღის ცენტრის ფსიქოლოგი
მომწოდებელი: კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / განცხადების ვადა: 15 მაისი

ა (ა)იპ " ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" აცხადებს კონკურსს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა/ბავშვთა დღის ცენტრის ფსიქოლოგის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად, სრულ განაკვეთზე;

ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" დაფუძნდა 1995 წელს და მის ძირითად მიზანს წარმოადგენს შშმ პირთან დამოუკიდებელი ცხოვრებისა და საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა.

ორგანიზაციის ბაზაზე 2005 წლიდან ფუნქციონირებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (18 წლის ზემოთ)და 2019 წლიდან მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა (6-18 წლამდე)დღის ცენტრი.

დღის ცენტრი მუშაობს ყოველდღე 10-18 სთ-მდე.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** უზრუნველყოს ბენეფიციარების ფსიქოდიაგნოსტიკა, ასაკის გათვალისწინებით ბენეფიციართა საჭიროებების (შემეცნებითი, ემოციური და ფიზიკური) გამოვლენა;
** სასურველია იცნობდეს და შეეძლოს შეფასების რომელიმე ინსტრუმენტების გამოყენება ბენეფიციართა შეფასებისათვის;
** სასურველია ბენეფიციართა ინდივიდუალური განვითარების გეგმის შედგენის ცოდნა;
** საჭიროების მიხედვით, ბენეფიციარებთან ინდივიდუალური მუშაობა;
** მონიტორინგი გაუწიოს შემუშავებული სილაბუსისა და ინდივიდუალური განვითარების გეგმის მიხედვით ბენეფიციარებთან დაგეგმილ-ჩატარებულ მუშაობას;
** მოამზადოს ყოველკვირეული/ყოველთვიური ანგარიშები ცენტრის ადმინისტრაციისა და სამინისტროსათვის დადგენილი ფორმით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიაში, სასურველია მაგისტრის ხარისხი;
** აუცილებელია, შშმ პირებთან მუშაობის/პრაქტიკის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, exel, Power Point, Outlook.)
** ენები: ქართულ ენაზე გამართული მეტყველებისა და წერის უნარი არის აუცილებელი. ინგლისური ენის ცოდნა სასურველია.

პიროვნული მახასიათებლები:

** კეთილსინდისიერი, ინიციატივისა და ანალიტიკური აზროვნების მქონე;
** ურთიერთობების დამყარების და გუნდური მუშაობის უნარი;
** ზრდისა და განვითარებისაკენ სწრაფვა;
** მოტივირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა

შერჩევის კრიტერიუმები:

** საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა;
** სამუშაო გამოცდილება;
** მოტივაცია;
** პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა;

შერჩევა იწარმოებს ორ ეტაპად:

** ელფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა - შერჩევა.
** გასაუბრება.

განმცხადებელმა ორგანიზაციას ელმისამართზე უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

** რეზიუმე CV
** სამოტივაციო წერილი

განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 15.05.2024

განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ელმისამართზე daycarecentercfs@gmail.com

"subject" ველში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |