jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ექაუნთ მენეჯერი
მომწოდებელი: კლიპარტი
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / განცხადების ვადა: 25 მაისი

"კლიპარტი" მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტოა, რომელიც 2015 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და თანამშრომლობს როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო კომპანიებთან.

კომპანიის ძირითადი სერვისებია: მედიადაგეგმარება და მედიამარკეტინგი, ციფრული რეკლამირება, სოციალური მედია მენეჯმენტი, ონლაინ PR, კონტენტ მარკეტინგი, საძიებო სისტემების (SEO) ოპტიმიზაცია და პროექტების/კამპანიების მართვა.

მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო "კლიპარტი" აცხადებს ვაკანსიას ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, საბურთალო.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტების დაგეგმარება, სტრატეგიის განსაზღვრა და სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება;
** დაგეგმილი პროექტების მართვა, აღსრულება და მონიტორინგი, შედეგების ანალიზი და რეპორტინგი;
** პროექტების ფარგლებში მიმდინარე პროცესების სრულად მართვა;
** დამკვეთებისთვის საპროექტო ნაშრომის მომზადება;
** შიდა ციფრული პლატფორმების, გარე პროდუქტებისა და ონლაინ კომუნიკაციების მონიტორინგი;
** კომპანიისა და დამკვეთის კოორდინირებული მუშაობის წარმართვა, მოლაპარაკებების წარმოება და ხარისხიანი მომსახურების შეთავაზება;
** მიმდინარე პროცესებზე კლიენტის ინფორმირება და სწორი მოლოდინების ჩამოყალიბება;
** დაგეგმილი კამპანიების ფარგლებში შესაბამისი სამსახურის/გუნდის კოორდინირება, დავალებების სწორად დელეგირება;
** განხორციელებული მომსახურებების და კამპანიების ეფექტიანობის შეფასება;
** კლიენტთან კომუნიკაციის პროცესში გამოვლენილი ხარვეზების/უკმაყოფილების დროულად იდენტიფიცირება და პრობლემის მოგვარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ციფრული მარკეტინგის მიმართულებით;
** უმაღლესი განათლება, მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების ან/და მონათესავე სფეროში;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაცია;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მოქნილობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

კლიპარტში დაგხვდება:

** დინამიური გარემო და საინტერესო პროექტები;
** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** კორპორატიული დაზღვევა;
** თიმბილდინგები/ივენთები და სხვადასხვა კორპორატიულ ღონისძიებაში მონაწილეობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - Jobs@clp.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ექაუნთ მენეჯერი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |