jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: პოს ექვაირინგის მენეჯერი
მომწოდებელი: გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / განცხადების ვადა: 20 მაისი

ს.ს. "გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია" აცხადებს ვაკანსიას თბილისში პოს ექვაირინგის მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი

სამუშაოს ძირითადი ამოცანები და პასუხისმგებლობები:

** კლიენტი ბანკების და ფინანსური ინსტიტუტების პოს ტერმინალების პროგრამული უზრუნველყოფის გამართვა;
** კლიენტი ბანკების და ფინანსური ინსტიტუტების მერჩანტების კონსულტაცია;
** ახალი ობიექტისთვის ტერმინალის გამართვა კორპორატიული პოლიტიკის და სტანდარტების გათვალისწინებით.
** დაზიანებული ტერმინალის გამართვა კორპორატიული პოლიტიკის და სტანდარტების გათვალისწინებით.

განათლება და გამოცდილება:

** სრული/არასრული უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით);
** აუცილებელია კომპიუტერული სისტემის ზოგადი ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის მინიმალური დონის ფლობა;

უნარები:

** პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა;
** პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის და დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
** პიროვნული თვითგანვითარება, გუნდური მუშაობა, კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა, ორგანიზებულობა.

ანაზღაურება - ცოდნის და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ CV გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ufc.ge.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 20 მაისი, 2024 წელი

შენიშვნა: წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: 032 2 777 222

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |