13 ნომრიანი სასტუმრო "Unfound Door Design Hotel" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების სამსახურის მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 10:00 AM-19:00 PM (ორშაბათი-პარასკევი)
დამატებითი ბენეფიტები: კომპანიის მიერ უზრუნველყოფილი კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა, Fitpass.
ძირითადი მოვალეობები:
** სამუშაო პროცედურების, სტანდარტის აღსრულების ზედამხედველობა;
** დავალებების ყოველდღიური დაგეგმვა, დაქვემდებარებული თანამშრომლების კოორდინირება და შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი;
** სასტუმროს ოთახების, საერთო სივრცეებისა და ტერიტორიის სისუფთავის კონტროლი;
** ტექნიკური ხარვეზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი სამსახურისთვის და მწყობრიდან გამოსული ოთახების სტატუსის კონტროლი;
** მარაგების კონტროლი და საჭირო ინვენტარისა და დამხმარე საშუალებების დროულად შეკვეთის უზრუნველყოფა;
** მარაგების ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა;
** კომუნიკაცია კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან და მათი სერვისების ხარისხის კონტროლი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების სამუშაო ცხრილების შედგენა და ნამუშევარი საათების აღრიცხვა;
** დეპარტამენტის თანამშრომლების შერჩევისა და ტრენინგის პროცესში ჩართულობა. საჭირო უნარები/კვალიფიკაცია:
** გამოცდილება სასტუმროს დასუფთავების დეპარტამენტში (განიხილება დიასახლისის პოზიციაზე გამოცდილებაც);
პოზიციის აღწერილობა:
დასუფთავების სამსახურის მენეჯერი პასუხისმგებელია დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობაზე, თანამშრომლებს შორის ფუნქციების სწორად გადანაწილებაზე, სამრეცხაოს მომსახურების კონტროლზე, სერვისის ხარისხზე, სტანდარტების შემუშავებაზე, მარაგების კონტროლზე და მომწოდებლებთან ურთიერთობაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** გაწეროს დეპარტამენტისთვის საჭირო პროცედურები და აკონტროლოს მათი სწორად დაცვა;
** უზრუნველყოს თანამშრომლების სისტემატური ტრენინგი;
** ყოველი სამუშაო სმენის დაწყებამდე ჩაატაროს დეპარტამენტის შეხვედრა და გააცნოს გუნდს დღის მოვლენები და შესასრულებელი დავალებები;
** ყოველდღიურად შეამოწმოს ოთახების, სასტუმროს საერთო სივრცეებისა და ეზოს ტერიტორიის სისუფთავე
** ყოველდღიურად ითანამშრომლოს ტექნიკურ დეპარტამენტთან შესაბამის საკითხებზე და აკონტროლოს მათი მოგვარების დრო და ხარისხი;
** აკონტროლოს ოთახების სტატუსები;
** აკონტროლოს დასუფთავების დეპარტამენტის მარაგები და დროულად განახორციელოს შეკვეთები;
** ყოველთვიურად აწარმოოს ინვენტარიზაცია;
** აკონტროლოს დეპარტამენტში არსებული ტექნიკის სამუშაო მდგომარეობა;
** იზრუნოს თანამშრომლების მოტივაციასა და დისციპლინაზე;
** აკონტროლოს ვენდორების სერვისის ხარისხი და იქონიოს მათთან სისტემატური კავშირი (სამრეცხაო და ა.შ);
** აკონტროლოს სასტუმროს დატვირთულობის პროგნოზი და შეიმუშაოს თანამშრომლების სამუშაო ცხრილი დატვირთულობიდან გამომდინარე;
** ყოველი თვის ბოლოს აღრიცხოს და მიაწოდოს შესაბამის დეპარტამენტს თანამშრომლების მიერ ნამუშევარი საათები;
** მონაწილეობა მიიღოს დეპარტამენტის თანამშრომლების შერჩევის პროცესში;
** აკონტროლოს სასტუმროს Lost and Found;
** გადაამოწმოს, რომ სტუმრის მიერ დამატებითი მოთხოვნები შესრულებულია ზედმიწევნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** დასუფთავების ორგანიზაციული სტრუქტურის და ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ქიმიკატების ზედმიწევნით ცოდნა და მათთან დაკავშირებული ტრენინგის ჩატარების უნარი;
უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;
** სტუმრებთან ურთიერთობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@unfounddoor.ge და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.