jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: ნეოფარმი+
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / განცხადების ვადა: 25 მაისი

შპს "ნეოფარმი +" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

"ნეოფარმი+"-ის ფარმაცევტული კომპანია აერთიანებს ფარმაცევტულ საწარმოს, 60-მდე ფილიალს (აფთიაქს) და ორ ფარმაცევტულ ბაზას საქართველოს მასშტაბით. კომპანიის მიზანს წარმოადგენს, მომხმარებელთათვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პროდუქციის მიწოდება.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ
გრაფიკი: 10:00-დან 18:00 საათამდე
ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი

მოთხოვნები:

** სასურველია მსგავსი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ფარმაცევტული განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ენერგიულობა, პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სასაწყობე მასალის ჩამოტვირთვა- დატვირთვა;
** მიღებული მასალების დასაწყობება შესაბამისი სტანდარტების დაცვით;
** მოთხოვნილი პროდუქციის გაცემა შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე;
** პროდუქციის აგროვება, დასაწყობება;
** წუნდებული პროდუქციის აღრიცხვა;
** პერიოდულ აღწერაში მონაწილეობის მიღება.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** ერთჯერად უფასო კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@neopharmi.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "საწყობის თანამშრომელი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "ნეოფარმი+"-ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ვაკანსიაზე განცხადების განხილვის ეტაპზე, რაც მოიცავს, კანდიდატის მიერ გამოგზავნილ CV-ში და მის თანდართულ დოკუმენტებში ასახულ მონაცემებს (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები") შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე განაცხადის შენახვის და განხილვის, ასევე კანდიდატის შერჩევის პროცესში დაშვების მიზნით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით.
თუ გსურთ კომპანიამ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, მოახდინოს მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: hr@neopharmi.ge, ტელ: 577 545 097.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების გაგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ გაეცნო და წინააღმდეგი არ არის პერსონალური მონაცემი შეგროვდეს, დამუშავდეს და შენახული იქნას ზემოთ მითითებული მიზნით და ვადით.

"ნეოფარმი +" გისურვებთ წარმატებას.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |