ა (ა)იპ "მშობელთა ხიდი" აცხადებს ვაკანსიას ქცევითი თერაპევტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ჩუღურეთი, ნიკოლოზ გოცირიძის N2
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საბაკალავრო განათლება: ფსიქოლოგიის, პედაგოგიკის, ოკუპაციური თერაპიის ან რომელიმე სხვა მომიჯნავე სპეციალობის განხრით;
** ქცევის გამოყენებითი ანალიზის სერტიფიკატის ფლობა;
** ქცევის გამოყენებითი ანალიზის ბაზისური პრინციპების ცოდნა;
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია კლიენტთან მუშაობის ეთიკური პრინციპების ცოდნა.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
** ბავშვის უნარების შეფასება და სამუშაო პროგრამის შედგენა სუპერვაიზერთან ერთად;
** ბავშვის/მოზარდის განვითარებისა და ადაპტური ფუნქციონირების დონის შეფასების პროცესში მონაწილეობა;
** წლიური გეგმის შესაბამისად ქცევითი თერაპიის სეანსების ჩატარება;
** მუშაობის ინდივიდუალური განრიგის შედგენა და მართვა;
** შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა სპეციალური ფორმით;
** სამუშაო გარემოს მომზადება;
** ქცევითი თერაპიის სეანსებისათვის საჭირო სამუშაო მასალების დამზადება;
** ბენეფიციარის ინდივიდუალური ისტორიის წარმოება.
პიროვნული უნარები:
** პარტნიორობა (ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** პუნქტუალობა და დროის სწორი მართვა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირება.
სამუშაო განრიგი:
კვირაში ხუთი დღე (ორშაბათი-პარასკევი) 10:00-დან 18:00-მდე, 1 საათი შესვენება.
ჩვენ გთავაზობთ:
** სასიამოვნო და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.
შერჩევა მიმდინარეობს რამდენიმე ეტაპად:
1. ელფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა-შერჩევა;
2. გასაუბრება;
3. პრაქტიკა ორგანიზაციაში (საჭიროების შემთხვევაში).
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელმისამართზე: mshobeltakhidi@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 473 440