jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
მომწოდებელი: Vestel
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / განცხადების ვადა: 25 მაისი

კომპანია შპს, მატექს ჯორჯია", "VESTEL"-ის ბრენდის საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის ქსელი, აცხადებს ვაკანსიას ხელოსნის პოზიციაზე ქ. თბილსის სერვის-ცენტრში.

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, კვირაში 6 დღე (ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00 საათამდე, შაბათს 10:00-13:00 საათამდე, შესვენება ერთი საათი);
ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი + ბონუსი (გარკვეული ეტაპის შემდეგ ხელფასის საკითხი გადაიხედება);

ძირითადი მოვალეობები:

** კონდენციონერის, სარეცხი მანქანის, მაცივარის, ჭურჭლის მანქანის, გაზქურის და სხვა საყოფაცხოვრებო წვრილმანი ტექნიკის მონტაჟი-შეკეთება;
** სერვის ცენტრის გუნდთან ერთად მისამართებზე გასვლა პროდუქციის მონტაჯი/შეკეთებისთვის;
** სერვის ცენტრის ხელმძღვანელის მიერ გაცემული მითითებების შესრულება;
** კომპანიის სერვისის საქმიანობაში აქტიური ჩართულობა და მზაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ანალოგიურ სამუშაოზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** სასურველია უცხო ენების ცოდნა ინგლისური/რუსული/თურქული;
** ტექნიკური გამოცდილება აღნიშნული სპეციალობის მიმართულებით;
** სასურველია ფრეონის სერტიფიკატის ქონა;
** აუცილებელია B, C კატეგორიის მართვის მოწმობა;

პიროვნული თვისებები:

** გამართული მეტყველება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარეობა.

ბენეფიტები:

** დაზღვევა;
** ბონუსური ანაზღაურება;
** თანამშრომლის ფასდაკლება ვესტელის პროდუქციაზე;
** მეგობრული და გუნდური გარემო.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hr@mateks.ge გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |