jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ოკუპაციური თერაპევტი, ენისა და მეტყველების თერაპევტი
მომწოდებელი: ჰოლისტიკური მხარდაჭერისა და თერაპიის საზოგადოება
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / განცხადების ვადა: 25 მაისი

ქართული-ავსტრიული ორგანიზაცია ა (ა)იპ "ჰოლისტიკური მხარდაჭერისა და თერაპიის საზოგადოება" აცხადებს ვაკანსიას ოკუპაციური თერაპევტის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაკე-საბურთალო

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ოკუპაციური თერაპევტის ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი;
** ნეიროგანვითარების დარღვევის მქონე ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

მოვალეობები:

** ბავშვის/ მოზარდის ადაპტაციური ფუნქციონირების შეფასება; მულტიდისციპლინარულ გუნდთან ერთად ინდივიდუალური და ჯგუფური აქტივობების შერჩევა/დაგეგმვა.
** ბავშვის/ მოზარდის მხარდაჭერის გეგმის შედგენა. ოკუპაციური/სენსორული პროგრამის შედგენა და ინტერვენცია.

პიროვნული უნარები:

** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა)
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა;
** თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.

სამუშაო განრიგი: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი 8:00 დან 17:00 საათამდე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ელ. მისამართზე shst2022@gmail.com

ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, საუკეთესო გუნდი და ხელსაყრელი პირობები პროფესიული განვითარებისათვის!

---------------------------------------------

ქართულ-ავსტრიული ორგანიზაცია - ა (ა)იპ "ჰოლისტიკური მხარდაჭერისა და თერაპიის საზოგადოება" აცხადებს მიღებას სტაჟირების - ადრეული განვითარების სპეციალისტის, ფიზიკური, ენისა და მეტყველების და ოკუპაციური თერაპევტის პროგრამაზე.

ხანგრძლივობა: 3 თვემდე
განაკვეთი: შეთანხმებით
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაკე-საბურთალო

კვალიფიკაცია:

** ფიზიკური თერაპევტის, მეტყველების თერაპევტის, ადრეული განვითარების, ოკუპაციური თერაპიის მომიჯნავე სფეროს სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, Google Suite);
** სასურველია, ბავშვებთან ან/და შშმ პირებთან მუშაობის გამოცდილება.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;
** კრეატიულობა.

სტაჟიორი შერჩეული სამუშაო საათების განმავლობაში ჩაერთვება ცენტრის ყოველდღიურ საქმიანობაში, მონაწილეობას მიიღებს ბენეფიციართა ჯგუფებში სხვადასხვა აქტივობებსა და სესიებში (კოგნიტური უნარების განვითარება, მეტყველების, კვების თერაპია, ფიზიოთერაპია და ა.შ.).

ცენტრი ემსახურება ნეიროგანვითარების დარღვევის მქონე ბავშვებსა და მოზარდებს.

სერვისი მოიცავს შემდეგი უნარების განვითარებას:

** ფიზიოთერაპიული
** ორალურ-მოტორული (კომუნიკაციურ, საარტიკულაციო, კვების, ღეჭვის, ყლაპვის)
** კოგნიტური
** ფუნქციური

ცენტრის ინიციატივა ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს კონდუქტიური მეთოდით დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესებას.

ცენტრი სტაჟიორებსა და თანამშრომლებს სთავაზობს გამოცდილებების დაგროვებას შშმ პირებისთვის შექმნილ ხელშემწყობ გარემოში ავსტრიელი სპეციალისტების სუპერვიზიით.

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი - 8:00-16:00

---------------------------------------------

ქართულ-ავსტრიული ორგანიზაცია ააიპ "ჰოლისტიკური მხარდაჭერისა და თერაპიის საზოგადოება" აცხადებს ვაკანსიას ენისა და მეტყველების თერაპევტის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო

ძირითადი მოვალეობები:

** ბავშვების/ მოზარდების შეფასება - ენის, მეტყველების და კომუნიკაციის უნარ-ჩვევების, საარტიკულაციო აპარატის, კვების/ღეჭვის/ყლაპვის შესაძლებლობების მიმართულებით.
** დიაგნოსტირების შემდგომ ინდივიდუალური განვითარების გეგმების შემუშავება და განხორციელება:
კომუნიკაციისთვის საჭირო სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა;
** კვებისა და პირის ღრუს ტაქტილური სტიმულება (შეგრძნებების ადაპტირება სხვადასხვა სტიმულებთან მაგ.ახალი საკვების მიმღებლობა);
** კვების უნარების განვითარებისათვის ადაპტური და კომფორტული გარემოს შექმნა;
** ორალურ-მოტორული უნარების განვითარება და კონტროლი კვების დროს;
** კვების სწორი მოდელის შემუშავება და კვების რუტინის შედგენა;
** მშობელთა კონსულტირება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
** მშობლის განათლება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ რეგულარული ჩანაწერების განხორციელება;
** სამუშაო სტრატეგიის განსაზღვრა ცენტრის მულტიდისციპლინურ გუნდთან ერთად;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი სამუშაოები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი, დასაშვებია სტუდენტური სტატუსის მქონე დამამთავრებელი კურსი (მუშაობა მხოლოდ სუპერვიზიის ქვეშ);
** სასურველია ნეიროგანვითარების დარღვევის მქონე ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის გამოცდილება.
** ენა-მეტყველებისა და კვების განვითარების დარღვევების თავისებურებების ცოდნა;
** აუცილებელია კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების მიმართულებით ცოდნის და კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ფლობა.

პიროვნული უნარები:

** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა)
** ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი, თანადგომისა და ემპათიის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის, ნდობის მოპოვების, მოსმენის, გაგების და ურთიერთობის დამყარების უნარი;
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა;
** თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.

მოქნილი სამუშაო გრაფიკი.
ანაზღაურება: შეთანხმებით

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ. მისამართზე: shst2022@gmail.com

ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, საუკეთესო გუნდი და ხელსაყრელი პირობები პროფესიული განვითარებისათვის!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |