jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ფინანსური მენეჯერი
მომწოდებელი: ჭი-ტა
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / განცხადების ვადა: 20 მაისი

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭი-ტა" 1996 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. მისი პროდუქცია გამოირჩევა ხარისხის ნიშნით, ხოლო მომსახურება - პროფესიონალიზმითა და მომხმარებლისადმი კეთილგანწყობით. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანამშრომლების მოტივირებას, მათ პროფესიულ ზრდასა და გუნდურ მუშაობას.

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭიტა" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი N19
სამუშაო გრაფიკი: 09:30-18:30
ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე

ფუნქცია-მოვალეობები:

** დაგეგმოს დამსაქმებლის ბიუჯეტი და განახორციელოს აღნიშნული გეგმის შესრულების მონიტორინგი;
** უზრუნველყოს დამსაქმებლის მიერ შესასრულებელი ფულადი გადარიცხვების დროული განხორციელება;
** მართოს დამსაქმებლის ფულადი რესურსები და უზრუნველყოს აღნიშნული რესურსების კეთილგონივრულად განაწილება (დამსაქმებლის მიმდინარე საჭიროებებიდან გამომდინარე), მათ შორის, უზრუნველყოს ფულადი რესურსების მიმოქცევის (cash-flow) პროცესის დაგეგმვა და მისი კონტროლი;
** უზრუნველყოს კრედიტივებისა და ფაქტორინგების მართვა;
** განახორციელოს დამსაქმებლის ბალანსისა და მოგება-ზარალის კონტროლი და ანალიზი, შესაბამისი ანგარიში წარუდგინოს უშუალო ხელმძღვანელს;
** შეამოწმოს ბუღალტრის მიერ მომზადებული დეკლარაციები;
** აწარმოოს დამსაქმებლის ხარჯების მონიტორინგი და უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინოს შესაბამისი ანგარიში (ხელმძღვანელის მოთხოვნისამებრ). ამასთან, შეიმუშაოს ხარჯების ოპტიმიზაციის სქემა და, ხელმძღვანელთან შეთანხმების საფუძველზე, უზრუნველყოს აღნიშნული სქემის განხორციელების მონიტორინგი;
** უზრუნველყოს დამსაქმებლის მიერ მიღებული/გაცემული სესხების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ზედამხედველობა, მათ შორის დამსაქმებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დროული შესრულება;
** უზრუნველყოს ბუღალტრული აღრიცხვის გამართული სისტემის შემუშავება და მისი იმპლემენტაცია დამსაქმებლის სამუშაო პროცესში;
** ფინანსური ანგარიშგების IFRS სტანდარტებით განახორციელოს ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება;
** ბუღალტრების შესრულებული დავალებების კონტროლი, მთავარი ბუღალტრის ჩანაცვლება მისი არ ყოფნის შემთხვევაში;
** ფინანსურ აუდიტთან კომუნიკაცია, თვის/კვარტლის დახურვის უზრუნველყოფა შემჭიდროებულ ვადებში;
** მართოს მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლები და უზრუნველყოს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი;
** განახორციელოს ბაზრის კვლევა მუდმივად განახლებად რეჟიმში და შესაბამისი ანგარიში წარუდგინოს მის უშუალო ხელმძღვანელს (ამ უკანასკნელის მოთხოვნის შესაბამისად);
** გარე აუდიტის შედეგების საფუძველზე კომპანიის ბუღალტრულ ჩანაწერებში შესაბამისი კორექტირებების განხორციელების უზრუნველყოფა;
** განახორციელოს დამსაქმებლის ბიზნეს პროცესებთან დაკავშირებული ფინანსური რისკების იდენტიფიცირება და აღნიშნული რისკების დაზღვევის მექანიზმების შემუშავება, შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისათვის;
** ყოველკვირეული, ყოველთვიური რეპორტების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, აუდიტის, ბიზნეს ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** იდენტურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** FINA-ს მაღალ დონეზე ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ACCA კვალიფიკაცია;

პიროვნული მახასიათებლები:

** კომპლექსური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზვნეთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე hr@chita.ge და kh.chkhikvadze@chita.ge და სათაურის ველში მიუთითე ვაკანსიის დასახელება "ფინანსური მენეჯერი".

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 20 მაისი.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |