"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. GWP 2022 წლიდან ესპანური ჰოლდინგის Aqualia-ს წევრი ორგანიზაციაა. Aqualia წყალმომარაგების დარგში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც 18 ქვეყანაში ოპერირებს.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ბილინგის ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახურში, სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაოს მიზანი: ბილინგის სისტემის გამართული ფუნქციონირებისა და მონაცემთა ბაზის სიზუსტისა და დაცულობის ხელშეწყობა კომპანიაში მოქმედი პოლიტიკის და პროცედურების შესაბამისად;
ფუნქცია-მოვალეობები:
** საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო სექტორში ყოველთვიური დარიცხვის წარმოება: მონაცემების დამუშავება, მონაცემთა ბაზაში ასახვა;
** მონაცემთა ბაზაში მრიცხველით მოსარგებლე აბონენტების კვარტალური ხელშეკრულებების ასახვა;
** გამრიცხველიანების პროექტის ფარგლებში თითოეული ხელშეკრულების შესაბამისი ინფორმაციის ბილინგის მონაცემთა ბაზაში ასახვა;
** ახალი აბონენტების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია;
** სერვის-ცენტრებიდან წარმოდგენილი განხორციელებული კორექტირებების (დარიცხვის შესწორება, ვალის შესწორება, სულადობის კორექცია, შემოსავლის შესწორება, მრიცხველების-აქციის თანხების გადანაწილება) მონაცემთა ბაზაში ასახვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის დარგში;
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
სამუშაო ადგილი: თბილისი, კომპანიის სათაო ოფისი
მისამართი: მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00 სთ
ანაზღაურება: 1 450 ლარი (ხელზე ასაღები თანხა)
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge არა უგვიანეს 2023 წლის 3 ივნისისა.
გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.