jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: საერთაშორისო არაკომერციული შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი
გამოქვეყნდა: 16 მაისი / განცხადების ვადა: 16 ივნისი

სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" 2015 წლიდან ფუნქციონირებს. "მაგნიტი" პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამჟამად კი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქშიც, აქტიურადაა წარმოდგენილი.

"მაგნიტი" ინოვაციური ბრენდია, რომელიც წარმოდგენილია მომხმარებლებისთვის საჭირო ასორტიმენტით, ყოველდღიური მოხმარების ახალი და მზა, ასევე ექსკლუზიური და საკუთარი ბრენდის პროდუქტებით.

კომპანიაში ორგანიზაციული ზრდის პროცესი მუდამ მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თანამშრომელთა კარიერული განვითარება და წინსვლაა.

ამ დროის მონაცემებით, "მაგნიტს" 350 ფილიალზე მეტი აქვს და 4500 თანამშრომელზე მეტი ჰყავს დასაქმებული.

სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო არაკომერციული შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საერთაშორისო ბაზარზე მომწოდებლების მოძიება.
** მომწოდებლებთან კომპანიის მოთხოვნების და საჭიროებების გაცნობა, ფასის დადგენა და ოპტიმიზირება.
** გადამზიდავი კომპანიების მოძიება, იმპორტის ფასის დადგენა და ოპტიმიზირება.
** საბაჟო პროცედურების გამართვა, საბაჟო/სატრანსპორტო ხარჯების დადგენა, ოპტიმიზირება.
** ჩამოსული ტვირთის საწყობამდე მიტანის ორგანიზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება.
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** Microsoft Office პროგრამების ცოდნა.
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
** უპირატესობად ჩაითვლება თურქული ან ჩინური ენების ცოდნა.

სამუშაო გრაფიკი: სრული ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-დან 18:00 საათამდე.
ანაზღაურება: ფიქსირებული

დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr1@magniti.ge, გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება subject-ში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |