jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: უფროსი ციფრული მარკეტერი
მომწოდებელი: თიბისი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 16 მაისი / განცხადების ვადა: 15 ივნისი

თუ მზად ხარ სიახლეებისა და ვარსკვლავებთან თამაშისთვის, ამასთანავე, გსურს გახდე ყველაზე ციფრული სადაზღვევო კომპანიის წევრი, ვფიქრობთ, უფროსი ციფრული მარკეტერის ვაკანსია დაგაინტერესებს.

** სამუშაო ადგილი: თბილისი; ალ. ყაზბეგის გამზ. 24ბ
** განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი - 10:00-19:00 სთ, პარასკევი - 10:00-17:00 სთ;

შენი, როგორც უფროსი ციფრული მარკეტერის მთავარი ფუნქციები იქნება:

** ციფრული გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და ამ სტრატეგიის განხორციელებისათვის საჭირო აქტივობების განსაზღვრა/განხორციელება;
** სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვებისთვის/ლიდების გენერაციისთვის კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება სხვადასხვა ციფრულ არხებში;
** შედეგების ყოველდღიური მონიტორინგი;
** სადაზღვევო პროდუქტებისათვის საჭირო ახალი პლატფორმების განვითარებასა და დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
** SEO-ს სტრატეგიის შექმნასა და აღსრულებაში მონაწილეობის მიღება/განხორციელება;
** თვის ჭრილში განხორციელებული კამპანიების ანალიზი;
** კოლაბორაცია ჯგუფის სხვა წევრებთან.

გამოგვეხმაურე, თუ:

** ხარ უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული
** გაქვს ციფრული მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
** კარგად იცი Google Analytics; Facebook Ads Manager, SEO და SEM
** მაღალ დონეზე იცი ინგლისური ენა;
** იცი MS Office პროგრამები;
** Facebook Blueprint ჩაითვლება უპირატესობად.

ვეძებთ ჩვენიანს:

** პასუხისმგებლიანს;
** ორგანიზებულს;
** ინიციატივიანს;
** განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულს;
** საქმეზე კონცენტრირებულს.

როგორ ვიზრუნებთ შენზე?

გთავაზობთ:

** საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მენტალური ჯანმრთელობის დაფარვას;
** შვებულების 24 სამუშაო დღეს, 4 Day Off-სა და დამატებით 5 სამუშაო დღეს მენტალური შვებულებისთვის;
** მაგთის კორპორატიულ პაკეტს;
** პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

დაგახვედრებთ:

** საინტერესო საქმეს;
** მრავალფეროვნებას;
** სუპერ გუნდს და სუპერ გარემოს.

თუ ფიქრობ, რომ ეს ვაკანსია შენთვისაა, გამოგზავნე CV შემდეგ ელფოსტაზე: vacancy@tbcinsurance.ge 2024 წლის 15 ივნისის ჩათვლით. თემის ველში კი მიუთითე ვაკანსიის დასახელება "უფროსი ციფრული მარკეტერი"

სს "თიბისი დაზღვევა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 242 22 22 *313; ელფოსტა: Incident_Compliance@tbcinsurance.ge.

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი დაზღვევა" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "თიბისი დაზღვევა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |