jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ავტოკარის მძღოლი
მომწოდებელი: ელთიბი
გამოქვეყნდა: 17 მაისი / განცხადების ვადა: 17 ივნისი

კომპანია "ელთიბი" აცხადებს ვაკანსიას ავტოკარის (მტვირთავის) მძღოლის თანამდებობაზე.

კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს ავეჯის მასალების იმპორტიორ ლიდერ კომპანიას.
"ელთიბი"-ს აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი. კომპანია ორიენტირებულია მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საჭიროებისამებრ თვითმცლელი მანქანით (პაგრუშიკით) მუშაობა;
** ავტოკარის მართვა;
** ავტოკარის მეშვეობით პროდუქციის უსაფრთხოდ გადაადგილება;
** ავტოკარის მოვლა-მოფრთხილება;
** კომპანიის საჭიროებების მიხედვით თანამშრომლების გადაადგილების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** B, C კატეგორიის მართვის მოწმობა;
** ავტომტვირთავზე მუშაობის გამოცდილება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 2 წელი.

კომპანია გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** დამატებითი თავისუფალი დღე (ე.წ day off);
** თიმ ბილდინგი.

სამუშო პირობები:

** კვირაში ექვსი დღე - 09:15 საათიდან 18:15 საათამდე.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge გთხოვთ სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ავტოკარის (მტვირთავის) მძღოლი" დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანია "ელთიბიში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ელთიბის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ განაცხადზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
"ელთიბი" - კომპანია, სადაც შენი შესაძლებლობები ყოველდღე იზრდება!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |