jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: აუზების ტექნიკოსი
მომწოდებელი: დრიმლენდ ოაზისი
გამოქვეყნდა: 17 მაისი / განცხადების ვადა: 17 ივნისი

"Dreamland Oasis Chakvi" წარმოადგენს საქართველოში პირველ, პრემიუმ კლასის დასასვენებელ და საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც მდებარეობს დაბა ჩაქვში, აჭარის ულამაზეს მთიანეთსა და შავი ზღვის სანაპიროს შორის. კომპლექსი აერთიანებს პრემიუმ კატეგორიის სასტუმროს, საცხოვრებელ აპარტამენტებს, ასევე გართობისა და დასვენებისათვის განკუთვნილ სივრცეებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:

https://www.linkedin.com/company/4870928/admin/
https://www.facebook.com/dreamlandoasishotel/?ref=pages_you_manage
https://www.instagram.com/dreamlandoasis_chakvi/

კომპანია აცხადებს ვაკანსიას აუზების ტექნიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი - სრული
სამუშაო ადგილი - ჩაქვი
უშუალო ხელმძღვანელი- ბიზნეს განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ინფრასტრუქტურის დათვალიერება / შემოვლა
** ინფრასტრუქტურის დასუფთავება
** წყლის ანალიზის ჩატარება
** ტემპერატურის შემოწმება
** ავტომატური დოზირების სისტემის შემოწმება
** ბუფერულ აუზებში წყლის დონეებისა და გამაცხელებლების გამართული მუშაობის შემოწმება
** დიდი და პატარა აუზის ფილტრების გარეცხვა
** ტუმბოს ფილტრის ინსპექცია და გაწმენდა
** დიდ აუზში წყალქვეშა რობოტების ჩაშვება ავტომატურ რეჟიმში
** აუზის წყლის ანალიზების ჩატარება ფოტომეტრით და მიღებული შედეგების დაფიქსირება ჩეკლისტში
** ქლორის და PH-ის დონის შემოწმება და შესაბამის დონეზე დაყვანა
** ბასეინების დონის შემოწმება. რობოტების მონიტორინგი
** საათში ერთხელ | მატორების შემოწმება

საჭირო კვალიფიკაცია, ცოდნა, თვისებები & უნარები:

** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდურად მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა

შერჩევის ეტაპები:

1. განაცხადების გადარჩევა
2. გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@hoteloasis.ge და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "აუზების ტექნიკოსი"

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "დრიმლენდ ოაზისი" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |