jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: Miniso
გამოქვეყნდა: 24 მაისი / განცხადების ვადა: 24 ივნისი

მაღაზიათა ქსელი "მინისო" მსოფლიოს 100 ქვეყანაში, 5000-ზე მეტი ფილიალითაა წარმოდგენილი და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად და წარმატებულ ბრენდად არის აღიარებული. "მინისოს" დახლები 12 კატეგორიის პროდუქციას აერთიანებს და სხვადასხვა ქვეყნის წარმოების, 10, 000-ზე მეტი დასახელების ნივთს იტევს. "მინისო ჯორჯია" საქართველოში 2016 წლის დეკემბრიდან ოპერირებს და დღეის მდგომარეობით 23 მაღაზიით არის წარმოდგენილი.

"მინისო ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** მიიღოს მონაწილეობა უშუალოდ დისტრიბუციის პროცესში;
** დახარისხებული პროდუქციის სათითაოდ დასკანერება და შემდგომ დასტიკერება;
** პროდუქციის უსაფრთხოების და სისუფთავის უზრუნველყოფა;
** სამუშაო სივრცის მოწესრიგებულობაზე ზრუნვა და პროდუქციის შესაბამისი კლასიფიკაციით განლაგება.

ძირითადი მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

** აუცილებელი მოთხოვნა B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** ავტომანქანის მართვის გამოცდილება (მექანიკა);
** გუნდურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** დეტალებზე ორიენტირება;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული
** დასვენების დღე: ერთი
** სამუშაო ადგილი: დიდი დიღომი

თუ თქვენ გსურთ, იმუშაოთ მეგობრულ გარემოში და გქონდეთ კარიერული ზრდის შესაძლებლობა, მაშინ გამოაგზავნეთ თქვენი CV: https://www.helio-ai.com/apply/uj81nj2g2mcdisvq?src=jobs.ge

წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |