jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მოტოკურიერი
მომწოდებელი: Izi Box
გამოქვეყნდა: 24 მაისი / განცხადების ვადა: 24 ივნისი

კომპანია "Izi Box" აცხადებს ვაკანსიას მოტოკურიერის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

"Izi Box" ლოჯისტიკური კომპანიაა რომელიც ემსახურება MSME, მცირე და საშუალო ბიზნესებს საქართველოს მასშტაბით. კომპანია სთავაზობს მოწესრიგებულ და სწრაფ მომსახურებას, საქართველოს ყველა ძირითად ქალაქსა თუ რეგიონულ ცენტრში მცხოვრებ მომხმარებლებს, ამანათის მომდევნო დღეს მიტანის სერვისს."Izi Box" ქართულ ბაზარზე დიდი გამოცდილებით გამოირჩევა და ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით საკურიერო მომსახურების სრულყოფაზე.

უფრო დეტალურად - https://izibox.ge/

თვიური ანაზღაურება: 2000-დან 3000 ლარამდე

შემოუერთდი ჩვენი კურიერების გუნდს, აირჩიე შენთვის სასურველი სამუშაო საათების რაოდენობა და მოირგე დრო საკუთარ თავზე.
ჩვენთან მიტანის დრო 10:00-დან 23:00 საათამდეა, საიდანაც შენი სამუშაო დრო 8, ან 12 საათით შეგიძლია განსაზღვრო.

შეკვეთის ტარიფები და ანაზღაურების პირობები:

ფიქსირებული + ბონუსი/თითო შეკვეთა 5 ლარი;
8 საათიან ცვლაში - 10 შეკვეთის თანხა - ფიქსირებული 50 ლარი. გარანტირებულია.
+ ყოველი მომდევნო შეკვეთა 5 ლარი.
12 საათიან ცვლაში - 15 შეკვეთის თანხა - ფიქსირებული 75 ლარი. გარანტირებულია.
+ ყოველი მომდევნო შეკვეთა 5 ლარი.

თანამშრომლობის დაწყებისთვის აუცილებელია A, A1, A2 ტიპის მართვის მოწმობის წარდგენა.
მცირე მეწარმის დამდასტურებელი საბუთი.

სამუშაო განრიგი: კვირაში 5 დღე (დამატებითი სამუშაო დღეები შეთანხმებით)
სამუშაო ადგილი: თბილისი

ჩვენ უზრუნველგყოფთ:

** საწვავით
** ჯანმრთელობის დაზღვევით
** სატელეფონო სასაუბროთი
** ტრანსპორტის ცვეთის თანხა

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ CV ლინკზე - https://bit.ly/3xcyuTY

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნის ან წინამდებარე განცხადებაზე სხვა ფორმით გამოხმაურების შემთხვევაში თქვენ წინასწარ აცხადებთ თანხმობას, რომ კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები. თქვენი მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შენახული იქნება ერთი წლის განმავლობაში, იმ მიზნით რომ კომპანიაში იგივე ან მსგავსი პოზიციაზე ვაკანსიის შემთხვევაში იგი განხილული იქნეს კომპანიის მიერ. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგვმართოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნით და ჩვენ დაუყოვნებლივ წავშლით მას ჩვენი მონაცემთა ბაზიდან.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |