jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სამედიცინო დაზღვევის უმცროსი ანდერაიტერი
მომწოდებელი: ჯიპიაი ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 24 მაისი / განცხადების ვადა: 23 ივნისი

სს "სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო დაზღვევის უმცროსი ანდერაიტერის პოზიციაზე.

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (http://www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (http://www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. "ჯიპიაი ჰოლდინგი" გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:

** ხელშეკრულების ძალაში შესვლისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება და ხელმოსაწერი კონტრაქტის მომზადება კომპანიაში არსებული სტანდარტების გათვალისწინებით;
** სამედიცინო დაზღვევის სტანდარტული პირობების შემუშავებაში ჩართულობა, საჭიროების შემთხვევაში, სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა;
** ახალი პროდუქტების განვითარება და არსებული პროდუქტების ოპტიმიზაცია კომპეტენციის ფარგლებში;
** დაზღვევის არსებულ პირობებში ცვლილებების ინიცირება რისკების მისაღები მაჩვენებლის შესანარჩუნებლად და გაყიდვების გასაზრდელად;
** იურიდიული პირების მომსახურების მენეჯერების მხარდაჭერა;
** გაყიდვების ყველა რგოლთან კომუნიკაცია, საჭიროების შემთხვევაში მოთხოვნების დაზუსტება, პირობებზე შეთანხმება;
** ზარალიანობის წინასწარგანსაზღვრული/კომპანიის მიერ დადგენილი მაჩვენებლის მიღწევა და მომგებიანობის დაგეგმილი პარამეტრის მიღწევა/შენარჩუნება; კომპანიის მიერ დამტკიცებული ჯანმრთელობის პორტფელების მოზიდული პრემიის წლიური გეგმის შესრულება;
** ორგანიზაციებისთვის სამედიცინო დაზღვევის ძირითადი პირობების განსაზღვრა კომპანიაში დამტკიცებული სტანდარტების შესაბამისად;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (მედიცინა და ჯანდაცვის მენეჯმენტი);
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით მნიშვნელოვანია MS Word/Excel ცოდნა);
** წერა-კითხვის უნარი ინგლისურ და ქართულ ენებში;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (სამედიცინო დაზღვევის უმცროსი ანდერაიტერი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2024 წლის 23 ივნისი.

ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ - მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |