jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ოფის-მენეჯერი
მომწოდებელი: სამედიცინო ლაბორატორია სინევო
გამოქვეყნდა: 24 მაისი / განცხადების ვადა: 24 ივნისი

ევროპული სამედიცინო ლაბორატორიების ქსელი საქართველოში "სინევო საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ოფის-მენეჯერის თანამდებობაზე ქ. თბილისში.

ლოკაცია: ქ.თბილისი, წინანდლის ქ. N9
სამუშაო განაკვეთი: სრული

სინევოში თქვენ დაგხვდებათ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpass;
** თიმბილდინგი;
** მზარდი შრომითი ანაზღაურება;
** ჯანსაღი სამუშაო გარემო.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დოკუმენტბრუნვის წარმოება, ელექტრონული აღრიცხვა, მართვა
** კორესპონდენციის მიღება/გაგზავნა/დახარისხება
** კომპანიაში დაგეგმილი შეხვედრების, პრეზენტაციების, ადმინისტრაციული მხარდაჭერა, მოთხოვნის შემთხვევაში, ოქმების შედგენა
** ადმინისტრირების მიმართულებით, პროცესების უზრუნველყოფის ხელშეწყობა (ბრძანებები, ნორმატიული აქტები და ა.შ.)
** HR დეპარტამენტისთვის, გასაუბრების ორგანიზების ნაწილში, მხარდაჭერა/ხელშეწყობა
** თანამშრომელთა სამუშაო განრიგების მართვა, ელ. სისტემაში ასახვა და ადმინისტრირება
** ოფისის კორპორატიულ იერსახეზე ზრუნვა
** კომპანიის ღონისძიებებისა და წვეულებების დაგეგმარება/ორგანიზება
** საჭიროებისამებრ, უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, კომპეტენციიდან გამომდინარე, სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** რუსული ან/და ინგლისური ენების B2-C1 დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
** დაგეგმვა და ორგანიზება;
** წერითი კომუნიკაცია;
** შედეგზე ორიენტირება;
** პუნქტუალურობა;
** ენერგიულობა;
** დროის ეფექტური მართვის უნარი.

დაინტერესებულ პირებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ინგლისურ და ქართულ ენაზე, vacancy@synevo.ge გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

"სინევოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "სინევოს" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

"სინევო" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |