jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: AS Georgia
გამოქვეყნდა: 24 მაისი / განცხადების ვადა: 24 ივნისი

სამშენებლო კომპანია შპს "ას ჯორჯია" ​აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის პროცესის მართვა
** საბუღალტრო ოპერაციების კანონმდებლობასთან და საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
** საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა
** თვის დახურვის ოპერაციების / ნაშთების კონტროლი
** ოპერაციების დამადასტურებელი დოკუმენტების მონიტორინგი, მათი საგადასახადო კანონმდებლობასთან და ფინანსური აღრიცხვის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
** ნებისმიერი ფულადი გადარიცხვების საგადასახადო კუთხით განხილვა და დადასტურება
** წლიური ქონების დეკლარაციების სისწორის უზრუნველყოფა და შემოსავლების სამსახურში გაგზავნა
** საბანკო გადარიცხვების წარმოება
** ყოველდღიური გატარებების წარმოება საბუღალტრო პროგრამაში
** თვის ჭრილში სალაროს კონტროლი
** დებიტორული დავალიანებების აღრიცხვა/კონტროლი
** სხვა მოვალეობების შესრულება, რაც დაკავშირებულია კომპანიის საბუღალტრო საქმიანობასთან
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით
** ბუღალტრული პროგრამების ცოდნა (1C)
** სამშენებლო სფეროში შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის სრულყოფილად ცოდნა
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა
** MS Excel-ის ცოდნა
** რუსული ენის ცოდნა

პიროვნული უნარ ჩვევები:

** სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებულობა

სამუშაო პირობები:

** ​​სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე
** ანაზღაურება: 4000 ლარი NET
** ადგილმდებარეობა: თბილისი, ისანი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@asgeorgia.ge.

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |