jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: იმპორტ-ექსპორტის თანაშემწე
მომწოდებელი: Glass Work
გამოქვეყნდა: 24 მაისი / განცხადების ვადა: 24 ივნისი

კომპანია "Glass Work" წარმოადგენს ყველაზე დიდ მინის საწარმოს საქართველოში, რომლის საწარმო ფართი 50000 კვ.მ-ზეა განთავსებული. "Glass Work"-ის საწარმოო ხაზი აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით და სპეც-ტექნიკით, ხოლო მაღალკვალიფიცირებული პერსონალი, უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით უზრუნველყოფს პროდუქციის უმაღლეს ხარისხს.

კომპანია "Glass Work" აცხადებს ვაკანსიას იმპორტ-ექსპორტის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე. თუ არ გაქვთ სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ სფეროში და გინდათ მიიღოთ საჭირო ცოდნა, ეს ვაკანსია თქვენთვისაა.

პირობები:

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ქვემო ფონიჭალა (რუსთავის გზ. 50);
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 სთ;

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის იმპორტ-ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციის კორექტულობის უზრუნველყოფაში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიისთვის საჭირო პროცესების ელ.სისტემაში (1C ERP) ასახვა/წარმოებაში მონაწილეობის მიღება;
** მომწოდებლების მოძიებაში, შერჩევასა და მათთან მოლაპარაკების წარმოებაში მონაწილეობის მიღება;
** შესასყიდი ფასების კონტროლსა და ანალიზში მონაწილეობის მიღება;
** სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში მიმდინარე კორესპონდენციის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** კომპეტენციის ფარგლებში ბრძანებების პროექტების, წერილების, სამსახურებრივი ბარათების, მოხსენებების და სხვა მასალების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან სხვა პროფესიული დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია ადმინისტრაციული მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია საბაჟო და იმპორტ-ექსპორტთან დაკავშირებულ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office);

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დაგეგმვისა და სამუშაოს ორგანიზების ძლიერი უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნება;
** მოლაპარაკებების წარმართის უნარი;
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე hr@glasswork.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "Glass Work"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "Glass Work"-ის ბაზაში 1 წლის ვადით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |