jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ტერიტორიული მენეჯერი
მომწოდებელი: მინიმარტს
გამოქვეყნდა: 24 მაისი / განცხადების ვადა: 24 ივნისი

კომპანია "მინიმარტს" 2022 წლის 1 აპრილიდან საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 270 -მდე ჯიხურით, სადაც ხდება სხვადასხვა პროდუქტის რეალიზაცია.

ჩვენი მიზანია - თანამშრომლების კეთილდღეობაზე ზრუნვითა და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული დამოკიდებულებით შევქმნათ ხარისხიანი პროდუქტის მიწოდებისა და მომსახურების გამოცდილება.

ვის ვეძებთ?

პოზიციის დასახელება: ტერიტორიული მენეჯერი
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო საათები: 09:30 - 18:30

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** ყოველდღიური ოპერაციების მართვა ბიუჯეტის და სტანდარტების შესაბამისად;
** გაყიდვების წერტილებში პროდუქციის მოთხოვნის კონტროლი და ეტაპობრივად მის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** გაყიდვების ტენდენციების დადგენა და ხარვეზების შემთხვევაში სამოქმედო გეგმის შემუშავება;
** ეფექტურობის კუთხით მარკეტინგული პროგრამების მონიტორინგი;
** მომხმარებლების საჭიროებების დადგენა და თითოეულზე რეაგირება;
** მის დაქვემდებარებაში მყოფი გუნდის ხელმძღვანელობა, დაქირავება, ტრენინგები და შეფასებებზე მუშაობა;
** მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების KPI -ების, გრაფიკების, პოლიტიკის და პროცედურების დანერგვა/განხორციელება;
** ყოველდღიურად შეკვეთების განხორციელება, დღის დახურვა და მათი დადასტურება;
** საჭიროების შემთხვევაში შესყიდვების კორექტირება;
** კომპანიაში დამტკიცებული ბრძანებების შესაბამისად მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების სამუშაო პროცესების კონტროლი;
** მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებთან ერთად მთლიან ვალდებულებაზე სოლიდარული პასუხისმგებლობა;
** მუდმივი კომუნიკაცია თანამშრომლებთან და მათი მოტივაცია;
** მომხმარებლების მომსახურების ხარისხზე მუდმივი მუშაობა;
** ჯიხურებში პროდუქციის განლაგების, ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ყველა წესის დაცვა;
** მენეჯმენტთან ანგარიშების მომზადება/წარდგენა;
** დაბრუნებების კონტროლი;
** ინვენტარიზაციის კონტროლი, მარაგების გადამოწმება და სამოქმედო გეგმის შედგენა / აღსრულება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების ნამუშევარი დროის მონიტორინგი, ტაბელების შევსება და შესაბამის დეპარტამენტთან გაზიარება;
** ყოველთვიური გეგმების შესრულების მონიტორინგი, მის შესრულებაზე ზრუნვა და სამოქმედო ნაბიჯების გადადგმა მის შესასრულებლად.

გეძებთ თქვენ, თუ გაქვთ:

** F&B / RETAIL სფეროში გამოცდილება
** სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირების და მათი გადაჭრის უნარი;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** მართვის მოწმობა B კატეგორია

რას გთავაზობთ? (ბენეფიტები):

** კორპორატიულ დაზღვევას;
** ფიჭურ სატელეფონო მომსახურებას;
** კომპანიის ავტომობილს;

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე: vacancy@minimarts.ge

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "მინიმარტს"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო მიზნებისათვის.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |