jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ბუღალტერ-ოპერატორი
მომწოდებელი: ევროპროდუქტი
გამოქვეყნდა: 24 მაისი / განცხადების ვადა: 24 ივნისი

კომპანია "ევროპროდუქტი" ქართულ ბაზარზე 17 წლის წინ გამოჩნდა. თავიდან, მხოლოდ სადისტრიბუციო კომპანია იყო და ადგილობრივ მაღაზიებს, თუ ქსელებს ევროპული პროდუქციით ამარაგებდა. დროთა განმავლობაში, მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების განსაკუთრებული ნდობა მოიპოვა და ბევრი მათგანისგან ექსკლუზიური იმპორტის უფლება მიიღო.

2014 წელს "ევროპროდუქტმა" თბილისში პირველი სუპერმარკეტი გახსნა. დღეს კი, ის საქართველოს დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში 31 ფილიალითაა წარმოდგენილი. ბრენდის მაღაზიებში წამყვანი ევროპული ბრენდების 2000-მდე სახეობის პროდუქტია ხელმისაწვდომი.

"ევროპროდუქტი" ზრდას უწყვეტად განაგრძობს - გეგმავს არა მხოლოდ ქსელის გაფართოებას, არამედ ქართველი მომხმარებლისთვის პრემიუმ ხარისხისა და ჯანსაღი ევროპული პროდუქტების ასორტიმენტის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას. მისი საბოლოო მიზანი კი, საქართველოში კვების სტანდარტის შექმნაში თავისი წვლილის შეტანაა.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.europroduct.ge

ამჟამად, შპს "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ავჭალა;
სამუშაო გრაფიკი: ყოველდღე კვირის გარდა, შაბათს 3 საათამდე (ცვლები) კვირაში 40 სამუშაო საათი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთების მიღება;
** პირველადი დოკუმენტაციის შექმნა და საგადასახადო პორტალზე ატვირთვა;
** სალაროს ზეტის გატარება სისტემაში;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით;
** სასურველია მუშაობის მინიმალური გამოცდილება;
** სასურველია ბუღალტრული პროგრამა APEX-ის ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office) ცოდნა;
** სასურველია ACCA-ს პირველი დონის სერტიფიკატი.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** აქტიური;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
** შრომისმოყვარე.

დაინტერესებულმა პირებმა თქვენი CV გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელფოსტაზე hr@europroduct.ge

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, "ბუღალტერ- ოპერატორი" წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) არაუმეტეს 6 თვის ვადით თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ევროპროდუქტის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.

"ევროპროდუქტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |