jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ელექტრო ინჟინერი
მომწოდებელი: ციცინათელა
გამოქვეყნდა: 24 მაისი / განცხადების ვადა: 24 ივნისი

ატრაქციონების პარკი "ციცინათელა" აცხადებს ვაკანსიას ელექტრო ინჟინრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ოზურგეთი, ნატანები (შეკვეთილი)

პროფესიული ცოდნა/გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ენერგეტიკის ფაკულტეტი);
** უპირატესია ცოდნა ელექტრული და ელექტრონული მოწყობილობების სფეროში;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სერვისის სფეროში (სასურველია გამოცდილება ელექტრული და ელექტრონული მოწყობილობების სფეროში)
** ტექნიკური ნახაზების კითხვა/გარჩევა;
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** დაძაბულ რეჟიმში მუშაობისა და დროის სწორად მართვის უნარი;
** ენერგიულობა და აქტიურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურობა.

ძირითადი მოვალეობები:

** ელექტრული და ელექტრო მოწყობილობების ელ. დიაგნოსტიკა;
** ელექტრო დაზიანებების აღმოჩენა, მათი აღმოფხვრა;
** ტექნიკის ელექტრო სქემების დამუშავება, შესწავლა.
** ელექტრო მოწყობილობების ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

ხელფასი: ნაკლებად დატვირთულ პერიოდი - 2800 ლარი. 15 ივნისიდან 15 სექტემბრამდე პერიოდი - 3800 ლარი.
სამუშაო საათები: არასეზონზე - 10:00-17:00 (ორშაბათი-პარასკევი) სეზონზე (15 ივნისი- 15 სექტემბერი) - 13:00-24:00 (ყოველდღიურად)

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნონ CV ფოტოსურათით მის: servisi-7@hotmail.com. გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დამატებით დეტალებზე შეთანხმება მოხდება უშუალოდ გასაუბრების დროს.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |