jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
მომწოდებელი: ჯორჯიან მანგანეზი
გამოქვეყნდა: 24 მაისი / განცხადების ვადა: 24 ივნისი

კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე, რომლის მიზანია შესაბამისი პირებისა და ნივთების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა.

სამუშაო ადგილი: ძირითადი სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი; საჭიროებისამებრ: საქართველოს მასშტაბით ნებისმიერი ტერიტორია
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:30 - 18:00 სთ

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

** შეთანხმებული დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული პირების გადაადგილების უზრუნველყოფა, როგორც ჰოლდინგში შემავალი კომპანიის ოპერირების არეალში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც;
** მინდობილი სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ მდგომარეობაზე მუდმივი მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში, გაუმართაობის დაფიქსირებისთანავე/შესაძლო გაუმართაობაზე ეჭვის გაჩენისთანავე ხელმძღვანელის ინფორმირება და პრობლემის/სავარაუდო პრობლემის აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
** საჭიროების შემთხვევაში, ნივთებისა და დოკუმენტაციის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა;
** ავტომობილის გადაადგილების უზრუნველყოფა საგზაო წესების დაცვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მძღოლად მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა;
** ავტომობილის მოვლა-პატრონობის საბაზისო ცოდნა და გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა
** გაწონასწორებულობა და თავაზიანობა
** დისციპლინირებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ბენეფიტები:

** ზრდაზე ორიენტირებული სამუშაო გუნდი
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** სატელეფონო ლიმიტი

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@vacancy.com.ge გთხოვთ, თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "მძღოლი". კომპანია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |