jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: პროექტების დაგეგმვისა და ხარჯების კონტროლის მენეჯერი
მომწოდებელი: ბემონი ინჟინერია და მშენებლობა
გამოქვეყნდა: 24 მაისი / განცხადების ვადა: 21 ივნისი

შპს "ბემონი ინჟინერია და მშენებლობა" წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას, რომელიც სამშენებლო და საინჟინრო მიმართულებით ფუნქციონირებს, ფოკუსირებულია ენერგო-ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და აქვს ჯანსაღი ამბიცია ამ მიმართულებით დარგის ლიდერი გახდეს საქართველოში.

კომპანია აერთიანებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრებს, რომელთა ძალისხმევით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არაერთი წარმატებული პროექტი არის განხორციელებული.

კომპანია "ბემონი" აცხადებს ვაკანსიას პროექტების დაგეგმვისა და ხარჯების კონტროლის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტების მონიტორინგი და კონტროლი;
** ფინანსური დეპარტამენტის დახმარებით პროექტებთან დაკავშირებული ფულადი ნაკადების მოძრაობის შესახებ ანგარიშის მომზადება და განახლება;
** ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ მუდმივ რეჟიმში მენეჯმენტისთვის ანგარიშის მომზადება/მიწოდება;
** ფინანსური, ტექნიკური და შესყიდვების დეპარტამენტების დახმარებით, ხარჯების მონიტორინგის სისტემის შექმნა და მისი კოორდინირება;
** ხარისხის უზრუნველყოფის/ხარისხის კონტროლის (QA/QC) ხელშეწყობა (ზოგადი მეთოდოლოგიის მომზადების ჩათვლით);
** DCC სისტემის დანერგვა;
** ტენდერებში მონაწილეობის მიღების მიზნით შესაბამის განყოფილებებთან კოორდინაცია;
** კომპეტენციის ფარგლებში ადგილობრივ და უცხოურ კონტრაგენტებთან მოლაპარაკებების პროცესში ჩართულობა და შემდგომი ეტაპების მენეჯმენტი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის, ფინანსების ან/და სამშენებლო, საინჟინრო მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისურის ცოდნის დონე - C1;

პირადი უნარ-ჩვენები:

** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე hr@bemoni.com არაუგვიანეს 2024 წლის 21 ივნისისა. გთხოვთ მეილის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |