jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: საწყობის სუპერვაიზერი
მომწოდებელი: რითეილ ლოგისტიკ
გამოქვეყნდა: 24 მაისი / განცხადების ვადა: 24 ივნისი

შპს "ფუდმარტის" ჯგუფის წევრი, ლოგისტიკური და სადისტრიბუციო კომპანია, შპს "რითეილ ლოგისტიკა" აცხადებს ვაკანსიას საწყობის სუპერვაიზერის პოზიციაზე.

შპს "რითეილ ლოგისტიკა" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო და ლოჯისტიკურ კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების ROSHEN-ის, DANONE-ის, SADIA-ას და ასევე საკუთარი ბრენდის SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

ჩვენ გთავაზობთ განვითარებაზე ორიენტირებული და მეგობრული გუნდის წევრობას!

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ძმები ნომებლების # 36
სამუშაო დრო: ორშაბათი-შაბათი, 09:00სთ-18:00სთ;

ფუნქციები:

** დღის გეგმით განსაზღვრული პროდუქციის აგროვების პროცესის სრული კონტროლი;
** სამუშაო პროცესის დასაწყებად, შეკვეთების ამგროვებლებისთვის შეკვეთების გადანაწილება;
** დადგენილი სტანდარტის დაცვით, მიღებული შეკვეთების შესაბამისად, პროდუქციის აგროვებისა და სადისტრიბუციოდ მომზადების უზრუნველყოფა;
** სადისტრიბუციოდ მომზადებული შეკვეთის რაოდენობების სიზუსტის, აგროვების ხარისხის და საქონლის დაზიანების თავიდან არიდების მიზნით შემუშავებული მექანიზმების დაცვის კონტროლი;
** გასანაწილებელი პროდუქციის ვადების, რაოდენობების და ვიზუალური მახასიათებლების კონტროლი;
** საწყობში არსებულ პროდუქციის ნაშთების ვადების, ვიზუალური მხარის და წესრიგის უზრუნველყოფა;
** განაწილების პროცესში წამოჭრილი პრობლემების (სავაჭრო ობიექტის მენეჯერის მიერ წერილობითი ფორმით გამოცემული: მეტობა, ნაკლებობა, დაზიანება) მიზეზების გარკვევა და დროული რეაგირება;
** საწყობში არსებული და ყოველდღიურ რეჟიმში, დარჩენილი პროდუქციის ნაშთების დათვლა და ინვენტარიზაციის პროცესში უშუალო ჩართულობა;
** საწყობის შიდა ტერიტორიაზე არსებული მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების შესრულებული სამუშაოს შეფასება, უკუკავშირის გაცემა;
** მიმდინარე დავალებების დაქვემდებარებულ თანამშრომლებისთვის დელეგირება, შესრულების ვადების განსაზღვრა/კონტროლი;
** კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროებისამებრ, შესაბამისი კომუნიკაცია მომწოდებლებთან და საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან;

მოთხოვნები/უნარები:

** არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** კომპიუტერული უნარი - MS office; Windows, Outlook, ERP, WMS პროგრამა;
** გუნდის ლიდერობა და მართვა;
** დაგეგმვა და ორგანიზება;
** შედეგზე ორიენტირება;
** პროდუქტიულობა;

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: vacancy@gfs.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "საწყობის სუპერვაიზერი - ბათუმი" რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!

"თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს "რითეილ ლოგისტიკის" (ს/კ 406286674) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, დასაქმების მსურველი პირის არსებულ ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა ალტერნატიულ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ შეინახება, არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მათი გასწორება, დამატება, განახლება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება შემდეგ ელ. ფოსტაზე: office@gfs.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და განცხადების გამოგზავნით მისამართზე: ქ. თბილისი, თენგიზ ჩანტლაძის ქუჩა N40.

კომპანია ემიჯნება დისკრიმინაციას და კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით."



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |