jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ექსპორტის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: მეღვინეობა ხარება
გამოქვეყნდა: 27 მაისი / განცხადების ვადა: 27 ივნისი

ღვინის მწარმოებელი კომპანია "მეღვინეობა ხარება" უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული.

კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით.

კომპანიას პირად საკუთრებაშია 1500 ჰექტარი მიწა, რომელზეც გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები, საიდანაც შესაბამისად მზადდება მაღალი ხარისხის ღვინოები. ღვინოების წარმოება ხდება აღმოსავლეთში - კერძოდ კახეთში და დასავლეთში - იმერეთში, სამეგრელოში, რაჭასა და ლეჩხუმში.

შპს "მეღვინეობა ხარება" აცხადებს ვაკანსიას ექსპორტის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაოს პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი 170ა;
** სამუშაო განაკვეთი: სრული; ორშაბათი - პარასკევი; 08:30-17:30;
** ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** მიღებული შეკვეთის დამუშავება, მათ გადაზიდვასთან დაკავშირებული პროცედურების ორგანიზება და კონტროლი;
** ექსპორტთან დაკავშირებული პროცედურების წარმოება, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
** სამუშაო რეპორტის წარმოება და უშუალო ხელმძღვანელისთვის გაცნობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (Microsoft Office);
** ღვინის კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** მოტივირებული, ინიციატორი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@winerykhareba.com გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - ექსპორტის მენეჯერის ასისტენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |