jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: Mate Trans
გამოქვეყნდა: 27 მაისი / განცხადების ვადა: 27 ივნისი

MATE TRNS LOCISTIC COMPANY აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის თანამდებობაზე.

სამუშაოს აღწერა/ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ფინანსური და ბუღალტრული პოლიტიკის დაგეგმვა და მართვა. კომპანიის ფინანსური მდგომარეობისა და ფინანსური რესურსების გამოყენების ეფექტურობის ანალიზი;
** კომპანიის ბიუჯეტირების პროცესში აქტიური მონაწილეობის მიღება, ბიუჯეტის ფორმის შედგენა, სხვადასხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობა ამ დეპარტამენტების ბიუჯეტის შედგენა/დაგეგმვაში; ბიუჯეტის მუდმივი მონიტორინგი და განახლება; გადახრების ანალიზი;
** კომპანიის მიერ გაწეული ხარჯების მუდმივი შესწავლა და ანალიზი;
** კომპანიის სპეციალური სააღრიცხვო პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვასა და განვითარებაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
** ხელმძღვანელის მითითებით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალების შესრულება;
** ფულადი სახსრების მოძრაობის კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში - ფინანსები, ბუღალტერია, ეკონომიკა;
** სამუშაო გამოცდილება ფინანსებში 3 წლიანი; (უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს რომელსაც მუშაობის გამოცდილება ექნება სატრანსპორტო კომპანიაში);
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე;
** ინგლისური ენის ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
** კვების ანაზღაურებას;
** კვალიფიციურ გუნდთან მუშაობის გამოცდილებას;
** სამუშაოსთან დაკავშირებული ცოდნის გაღრმავებას;
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე 10:00_დან 18:00_მდე. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. სამუშაო დღის მანძილზე დასაქმებული სარგებლობს 1 საათიანი შესვენებით.
** თანამდებობრივი სარგო: შეთანხმებით; კვალიფიკაციის შესაბამისად;

დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე account@matetrans.org სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |