jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ტექნიკური უზრუნველყოფის სპეციალისტი
მომწოდებელი: გეფა
გამოქვეყნდა: 27 მაისი / განცხადების ვადა: 27 ივნისი

"გეფა" - ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული კომპანია საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოში.

კომპანია ბაზარზე ოპერირებს ორი სააფთიაქო ქსელით: ფარმადეპო და ჯპს. ფარმაცევტული სფეროს გარდა "გეფა" მუდმივად ცდილობს მსოფლიოში ცნობილი ბრენდები გააცნოს მომხმარებელს, ასევე კომპანია ექსკლუზიურად წარმოადგენს ბრიტანული ნატურალური კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების ბრენდს - T"he Body Shop", ცნობილ ფრანგულ ოპტიკურ ბრენდს - "Allain Afflelou", ჩვილთა და ბავშვთა ტანსაცმლის მწარმოებელ ამერიკულ ბრენდს "Carter`s" და ქალის თეთრეულის ერთ-ერთ წამყვან ბრენდს "Triumph"-ს.

"გეფა" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია საქართველოში, რომელიც მთავარ პრიორიტეტად სწორედ თანამშრომლებს მოიაზრებს. მათი ადაპტაცია, სწავლება და განვითარება, მუშაობის ეფექტიანობის მართვა, სამოტივაციო პროგრამები, ბენეფიტები და კორპორაციული კულტურა ერთობლიობაში ქმნის იმ გარემოს, რასაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ - მეტი ვიდრე სამსახური.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს და გავაძლიეროთ ერთმანეთი!

კომპანია "გეფა" ეძებს გუნდის ახალ წევრს შემდეგ პოზიციაზე: ტექნიკური უზრუნველყოფის სპეციალისტი

ფუნქცია-მოვალეობები:

** ელექტრობის პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
** კონდიციონერის შეკეთება;
** ელ.კარების შეკეთება;
** სხვადასხვა ტექნიკური სამუშაოების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია ტექნიკური მიმართულებით გამოცდილება;
** აუცილებელია გათბობა-გაგრილების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია ელექტრობასთან მუშაობის გამოცდილება.

უნარ ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: job@gepha.com, საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ სს "გეფასთვის" მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 5 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |