jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: შესყიდვების და ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი
მომწოდებელი: მეღვინეობა ხარება
გამოქვეყნდა: 27 მაისი / განცხადების ვადა: 27 ივნისი

ღვინის მწარმოებელი კომპანია "მეღვინეობა ხარება" უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული. კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით.

კომპანიას პირად საკუთრებაშია 1500 ჰექტარი მიწა, რომელზეც გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები, საიდანაც შესაბამისად მზადდება მაღალი ხარისხის ღვინოები. ღვინოების წარმოება ხდება აღმოსავლეთში - კერძოდ კახეთში და დასავლეთში - იმერეთში, სამეგრელოში, რაჭასა და ლეჩხუმში.

შპს "მეღვინეობა ხარება" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების და ლოჯისტიკის სამსახურის უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 170ა
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 08:30-17:30
ანაზღაურება: გამოსაცდელის ვადა (6 თვე) - 3000 ლარი, გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ - 3500 ლარი.

ფუნქციაო მოვალეობები:

** ბაზრის შესწავლა;
** შესყიდვების დაგეგმვა და მათი განხორციელება;
** საერთაშორისო და ადგილობრივ კონტრაქტორებთან (პარტნიორებთან ყოველდღიური ურთიერთობა);
** ახალი კლიენტების მოძიება.
** პროდუქციის განბაჟების პროცესის კოორდინაცია, დოკუმენტების სრულყოფისა და სიზუსტის კონტროლი;
** შესყიდვების განხორციელება და დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე საფასურის გადახდის კონტროლი;
** შესაძენი საქონლის და მასალების ხარისხის კონტროლი;
** შეძენილი პროდუქციის თანდართული მიღება -ჩაბარების აქტით საწყობში ჩაბარების კონტროლი;
** კომპანიის შესყიდვების გეგმის განხორციელების შესახებ ანგარიშის წარდგენა;
** დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლებისთვის საქმის გადანაწილება და შესრულების ხარისხის კონტროლი.
** კომპანიის შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად დოკუმენტების ვიზირება;
** საქართველოს კანონმდებლობის და კომპანიის შიდა სამართლებრივ აქტების ფარგლებში სხვა ქმედებების განხორციელება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** შესყიდვების/ლოჯისტიკის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდის ეფექტურად მართვის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** შრომისმოყვარეობა;
** შედეგებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სწრაფი და სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@winerykhareba.com გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "შესყიდვების და ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |