jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მიღება-განთავსების მენეჯერი
მომწოდებელი: Silver 39 Corner Hotel
გამოქვეყნდა: 27 მაისი / განცხადების ვადა: 27 ივნისი

ვერცხლის ქუჩაზე მდებარე 21 ნომრიანი სასტუმრო, ტერასით და ძველი თბილისის შესანიშნავი ხედებით "Silver 39 Corner Hotel" აცხადებს ვაკანსიას მიღება-განთავსების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი პასუხისმგებლობა მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება):

** ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ჯავშნების სისტემის მონიტორინგი და პროგრამის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
** სერვისთან დაკავშირებული სტუმრის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება;
** ფინანსური ანგარიშსწორების/ოპერაციების/გადახდების სასტუმროს სისტემაში დროული ასახვა
** რეპორტინგი და ანგარიშვალდებულება მენეჯერთან;
** პერიოდული ინვენტარის და აღწერების კონტროლი, აღწერებში მონაწილეობა და ინვენტარიზაციის და აღწერების შედეგების რეპორტინგი;
** ყოველდღიური მარაგების მონიტორინგი (ბარის-მინი ბარი; დასუფთავების; ნაშთების კონტროლი და მოთხოვნების გათვალისწინებით შეკვეთის გაკეთება).
** თანამშრომლების სამუშაო გრაფიკის შედგენა და ცვლის მართვა;
** კომუნიკაციას სამრეცხაოსთან და მართავს თეთრეულის წაღება-მონატანის პროცესს;
** სერვისის მენეჯერის დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალის საქმიანობის კონტროლი და ეფექტური მართვა;
** კომპეტენციის შესაბამისად სხვა დავალებების შესრულება;

სამუშაო მოთხოვნები:

** რუსული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლიანობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** საქმეზე და შედეგზე ორიენტირებულობა.
** სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** პროგრამა Fidelio-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

სამუშაო ადგილის მდებარეობა - ქ.თბილისი, ვერცხლის ქუჩა #39
სამუშაო გრაფიკი - კვირაში 40 საათი, 2 დღე დასვენება

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე gm@silver39.ge და გთხოვთ ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |