jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: დიზი ლიზინგი
გამოქვეყნდა: 27 მაისი / განცხადების ვადა: 27 ივნისი

საერთაშორისო სალიზინგო კომპანია "დიზი ლიზინგი" ოპერირებს საქართველოს ბაზარზე 2021 წლის დეკემბრიდან ქ. თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის საიტი: https://www.dizi.ge

კომპანია ეძებს ბუღალტერს.

ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები:

** საბუღალტრო დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები) წარმოება, დაარქივება და კონტროლი;
** შემოსავლებისა და ხარჯების ბუღალტრულ პროგრამაში გატარება კომპანიის ანგარიშთა გეგმისა და პოლიტიკის შესაბამისად;
** მისაღები მოთხოვნებისა და ვალდებულებების ბუღალტრულ პროგრამაში გატარება/კონტროლი;
** საბანკო გადარიცხვების უზრუნველყოფა, საბანკო ოპერაციების პროგრამაში გატარება, ბანკის და პროგრამის ყოველთვიური რეკონსილიაცია;
** ძირითადი საშუალებების ტრანზაქციების ბუღალტრულ პროგრამაში გატარება, მონიტორინგი და კონტროლი;
** პორტფელთან დაკავშირებული ტრანზაქციების კონტროლი;
** საანგარიშო თვის დახურვის პროცესში აქტიური მონაწილეობა;
** კომპეტენციის ფარგლებში სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და პროცედურების ცოდნა.
** Microsoft Excel-ის კარგად ცოდნა;
** სხვადასხვა საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება, 1C balance -ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა; (პრიორიტეტი ენიჭება რუსულ ენას)

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარე, დეტალებზე ორიენტირებული, ყურადღებიანი
** ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი
** პრობლემის გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ანაზღაურება: 1600 ლარი (საგამოცდო ვადის პერიოდში ანაზღაურება გადაიხედება)

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: HR@dizi.ge 2024 წლის 10 ივნისის ჩათვლით.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ბუღალტერი

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |