jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მონიტორინგისა და მართვის ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: საქართველოს ტელერადიო ცენტრი
გამოქვეყნდა: 27 მაისი / განცხადების ვადა: 27 ივნისი

შპს "საქართველოს ტელერადიოცენტრი" აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგისა და მართვის ცენტრის ოპერატორის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის მულტიპლექსის შემადგენელი ელემენტების (62 მიკროტალღური რადიოსარელეო ხაზი, 42 სატელევიზიო გადამცემი სადგური, 29 დიზელ-გენერატორი, 47 UPS) დისტანციური მართვა და მონიტორინგი 24-საათიან რეჟიმში;
** მულტიპლექს პლატფორმის სათაო სადგურის (ჰედენდის) მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში სატელევიზიო კონტენტების ("სტრიმების") კომუტაცია და გადატვირთვა;
** საქართველოს მასშტაბით მულტიპლექსპლატფორმის აპარატურის მტყუნების და ელექტროენერგიის მიწოდება-შეწყვეტის აღრიცხვა და ელექტრონულ ჟურნალში შეტანა, პლატფორმის მუშაობის ყოველდღიური ანალიზის შედეგების წარდგენა დანიშნულებისამებრ;
** მონიტორინგის ცენტრში შემომავალი კვების ძაბვების მონიტორინგი და მართვა;
** სათაო სადგურში განთავსებული ალტერნატიული (დიზელ-გენერატორები) და გარანტირებული (UPS) კვების წყაროების ექსპლუატაცია, მათი ტექნიკური ნორმებიდან გადახრის აღრიცხვა და ანალიზი;
** სათაო სადგურში განთავსებული სატელიტური მიმღებ-გადამცემი სისტემების მონიტორინგი, მართვა.
** სათაო სადგურში შემომავალი ვიდეო და აუდიო კომბინირებული სატრანსპორტო ნაკადების მონიტორინგი და მართვა;
** ახალი დატვირთვების მიერთებისა და ფაზური დატვირთვების თანაბრად განაწილების მონიტორინგი;
** გამზომი და საკონტროლო ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაცია.
** კონტრაქტორი ორგანიზაციების ტექნიკური საშუალებების ოპერატიული მომსახურება, მონიტორინგი და მფლობელისათვის ოპერატიული ინფორმაციის მიწოდება;
** რეგიონებში ამოქმედებული 110 არამომსახურებადი მიკრორეტრანსლატორის მონიტორინგი და ყოველდღიური ანალიზი, დაზიანებების აღრიცხვა და სათანადო სამსახურებისთვის მიწოდება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა მომხმარებლებისათვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია სატელეკომუნიკაციო ან სხვა ტექნიკური მიმართულებით;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება სატელეკომუნიკაციო სფეროში.
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** მოწესრიგებული
** პუნქტუალური
** გაწონასწორებული
** პრობლემის გადაჭრის და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი
** კეთილგანწყობილი

განიხილებიან ასევე დამამთავრებელი კურსის სტუდენტები.
სამუშაო ადგილი თბილისი, ფუნიკულორის ზედა პლატო
სამუშაო დრო: ცვლიანობის განრიგი. 24 საათიანი ცვლა, 4 დღეში ერთხელ.
ანაზღაურება: 1450 (დარიცხული).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე vacancy@tvrcenter.ge და გთხოვთ, სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ოპერატორი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2024 წლის 27 ივნისის ჩათვლით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |