jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ძირითადი საშუალებების ბუღალტერი
მომწოდებელი: მეღვინეობა ხარება
გამოქვეყნდა: 27 მაისი / განცხადების ვადა: 27 ივნისი

ღვინის მწარმოებელი კომპანია "მეღვინეობა ხარება" უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული. კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით.

კომპანიას პირად საკუთრებაშია 1500 ჰექტარი მიწა, რომელზეც გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები, საიდანაც შესაბამისად მზადდება მაღალი ხარისხის ღვინოები. ღვინოების წარმოება ხდება აღმოსავლეთში - კერძოდ კახეთში და დასავლეთში - იმერეთში, სამეგრელოში, რაჭასა და ლეჩხუმში.

შპს "მეღვინეობა ხარება" აცხადებს ვაკანსიას ძირითადი საშუალებების ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული; ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო განაკვეთი: 08:30-17:30 სთ-მდე
ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილების შესაბამისად

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ძირითადი საშუალებების შეძენის პირველადი დოკუმენტების გადამოწმება და შესაბამისი შესყიდვის ორდერების გადაკეთება პროგრამაში;
** ძირითადი საშუალებებისთვის საინვენტარო ნომრის მინიჭება და დასტიკერება;
** RS პორტალზე მუშაობა, ძირითად საშუალებებზე მიღებული ზედნადებებისა და ანგარიშფაქტურების კონტროლი, დადასტურება, შიდა გადაზიდვის ზედნადებების ატვირთვა;
** ძირითადი საშუალებების გაყიდვის ორდერების პროგრამული გაკეთება და შესაბამისი ზედნადებების და ანგარიშგების ფაქტურების ატვირთვა RS პორტალზე;
** ძირითადი საშუალებების ჩამოწერის აქტების მომზადება და ბალანსიდან ჩამოწერა;
** ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციისთვის რეპორტების მომზადება და ინვენტარიზაციის პროცესში სრული ჩართულობა;
** ყოველწლიურად ქონების დეკლარაციისთვის ძირითადი საშუალებების სიის მომზადება და მთავარი ბუღალტრისთვის მიწოდება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბაკალავრი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით ექსელის კარგად ცოდნა;
** Microsoft Dynamics Navision პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდურობა;

"ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტებზე: k.korsantia@winerykhareba.com; და vacancy@winerykhareba.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ძირითადი საშუალებების ბუღალტერი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |