jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: იდეალი
გამოქვეყნდა: 27 მაისი / განცხადების ვადა: 26 ივნისი

სავაჭრო ცენტრი "იდეალი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

კომპანიის საქმიანობა: კერამიკული ფილების, სანტექნიკური ნაწარმის იმპორტი და რეალიზაცია.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება 2200 ლარი (ხელზე ასაღები, ხელფასი+ ბონუსი სისტემით),
** ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევა,
** კარიერული ზრდის პერსპექტივა,
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი N 83ა. სავაჭრო ცენტრი "იდეალი",
** სამუშაო საათები: 09:00-დან 18:00-მდე. დასვენების დღე კვირაში 1-2 დღე (თვეში ჯამურად 6 დღე). სამუშაო საათებში გათვალისწინებულია სადილი კომპანიის ხარჯზე.

სტაჟირების ვადა 1 თვიდან 2 თვემდე, ანაზღაურება - თვეში 1000 ლარი.

სამსახურებრივი მოვალეობა: მომხმარებლის კონსულტაცია პროდუქციის შესახებ და სარეალიზაციო დოკუმენტაციის გაფორმება საგამოფენო დარბაზში.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი),
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა,
** ანალიტიკური აზროვნება,
** ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი,
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

რეზიუმე (სავალდებულოა ქართულ ენაზე) გამოაგზავნეთ ელ ფოსტაზე: vacancy@demasi.ge

ვებ გვერდი: https://www.demasi.ge



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |