jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: საკრედიტო ოფიცერი
მომწოდებელი: Express Capital+
გამოქვეყნდა: 30 მაისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

შ.პ.ს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "express capital +" არის საფინანსო კომპანია, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს ადვილ, სწრაფ და კომფორტულ ფინანსურ სერვისს. კომპანია ორიენტირებულია მოკლევადიანი დაკრედიტების მომსახურებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებზე. შ.პ.ს express capital + უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მისი გუნდი. ის შედგება ნიჭიერი და პროფესიონალი ხალხისგან, რომლებიც სრულად იყენებენ თავიანთ პოტენციალს.

ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო გარემოს და სამუშაო პირობებს თქვენი პროფესიული და პიროვნული ზრდისთვის.

"express capital +" გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენს კომპანიას შემდეგ პოზიციაზე: საკრედიტო ოფიცერი - ბათუმში

ფუნქციები და მოვალეობები:

** საკრედიტო ბაზრის შესწავლა და ანალიზი;
** კლიენტების მოძიება და მოზიდვა;
** საინფორმაციო ბროშურების მიზნობრივი გავრცელება;
** პოტენციური კლიენტისათვის სესხის პირობების გაცნობა, პროდუქტის უპირატესობების წარმოჩენა;
** საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტისთვის გადაგზავნა;
** საკრედიტო პორტფელის ხარისხის მართვა;
** მიმდინარე ვადაგადაცილებულ კლიენტებთან ვიზიტი თანხის გადახდევინების მიზნით;
** პრობლემურ მსესხებლებთან ურთიერთობა. სესხის დროული დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით, მათთან მოლაპარაკების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, საბანკო საქმის ან ფინანსების განხრით;
** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მცირე ბიზნესის დაკრედიტების გამოცდილებით საბანკო ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში;
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** გამართული მეტყველება;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** ემოციური მდგრადობა (გაწონასწორებულობა);
** კონფლიქტების არიდებისა და გადაწყვეტის უნარი;
** პრინციპულობა და შეუპოვრობა მუშაობაში;
** სისხარტე მუშაობაში;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი; კვირაში 6 სამუშაო დღე ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ, შაბათი: 10:00-14:00 სთ
** გამოსაცდელი ვადა: 1 თვე.
** ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციის შესაბამისად)

ჩვენ გთავაზობთ:

** დინამიკურ და საინტერესო სამსახურს, ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად
სამუშაოს სწრაფად მზარდ მიკროსაფინანსო კომპანიაში, რომელიც ოპერირებს საინტერესო და კონკურენტულ სფეროში.
** პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას

გთხოვთ, ატვირთოთ თქვენი CV შემდეგ საფოსტო მისამართზე: express.capital.plus@gmail.com

P.S. განაცხადი არ განიხილება თუ:

1. არ იქნება აპლიკანტის ფოტოსურათი;
2. განაცხადში არ იქნება მითითებული აპლიკანტისათვის მისაღები მინიმალური ხელფასი.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |