jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: პიცის მცხობელი
მომწოდებელი: Fuoco Forno
გამოქვეყნდა: 31 მაისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

პიცერია/კაფე "Fuoco Forno" აცხადებს ვაკანსიას პიცის მცხობლის პოზიციაზე.

პიცერია/კაფე "Fuoco Forno" გაიხსნა 2021 წელს. ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ მეგობრულ მომსახურებას და საუკეთესო ხარისხის პიცას, რომელიც ცხვება ჩვენს ხელნაკეთ შეშის ღუმელში.

ჩვენ ვეძებთ გამოცდილ, ენერგიულ და მოტივირებულ პიცის მცხობელს.

სამუშაო საათები: 11-დან 23-მდე, თვეში 14-15 დღე (1-1, დღეგამოშვებით)

ფუნქცია-მოვალეობები:

** პიცის გამოცხობა კომპანიაში განსაზღვრული შიდა სტანდარტის მიხედვით
** ინგრედიენტების მომზადება
** წარმოების და ხარისხის სტანდარტების დაცვა
** ცხობის სრული პროცესის მართვა

მოთხოვნები:

** პიცებზე მუშაობის გამოცდილება (არ არის სავალდებულო ნეაპოლიტანურ პიცებზე მუშაობის გამოცდილება, ამას ჩვენი გუნდი შეგასწავლით)
** კომპანიის შინაგანაწესის დაცვა
** პუნქტუალურობა
** ინვენტარის უსაფრთხო გამოყენება, მოვლა და შენახვა
** სუფთა, მოწესრიგებული და ჰიგიენური სამზარეულოს შენარჩუნება

ჩვენგან თქვენ მიიღებთ:

** კარგ ანაზღაურებას
** ანაზღაურებად სტაჟირების პერიოდს
** ჩვენი სუპერ შეფის მიერ მომზადებულ კვებას
** სიამაყის განცდას, რომ ქალაქში საუკეთესო პიცებს თქვენ ამზადებთ
** და რაც მთავარია, მეგობრულ გარემოს

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: career.fuoco@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება ან დაგვიკავშირდეთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე.

ტელ: 544447833
მისამართი: ჭავჭავაძის 10



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |