jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: იმპორტის მენეჯერი
მომწოდებელი: ასპ-გრუპი
გამოქვეყნდა: 31 მაისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

ასპ-გრუპი აცხადებს ვაკანსიას იმპორტის მენეჯერის პოზიციაზე.

ასპ-გრუპის საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეც-დანიშნულების ტექნიკის რეალიზაცია, მასთან დაკავშირებული სათადარიგო ნაწილების იმპორტი და სრული სერვისული მომსახურების გაწევა. კომპანიას 23 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში.

კომპანიის ვებ-გვერდი: https://aspgroup.ge/
კომპანიის Facebook-გვერდი: https://www.facebook.com/aspgroupge

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი ლილო
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის ოფიციალურ დილერებთან მუდმივი კომუნიკაციის წარმოება: შეკვეთის გაგზავნა, ფასებისა და მიწოდების პირობების შეთანხმება, ინვოისებისა და შეფუთვის გადამოწმება;
** თითოეული შეკვეთის სრული ლოჯისტიკური ციკლის დაგეგმვა, სატრანსპორტო კომპანიების შერჩევა და მოლაპარაკებები (როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო - სახმელეთო/საზღვაო/საჰაერო);
** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** შეკვეთის ვადების მუდმივი მონიტორინგი;
** მომწოდებლებთან ფინანსური ანგარიშსწორების განხორციელების მონიტორინგი;
** საბაჟო ოპერაციების განხორციელებისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება და საჭიროების შემთხვევაში საბაჟო პროცედურებში ჩართვა;
** არსებულ მომწოდებლებთან ურთიერთობა და პოტენციური მომწოდებლების მოძიება;
** ხელმძღვანელთან წერილობითი და ზეპირი ხარჯთაღრიცხვის წარმოება;
** ყოველკვირეული რეპორტინგის წარმოება ხელმძღვანელთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა (აუცილებელია);
** MS Office-ის კარგი ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პრიორიტეტების განსაზღვრისა და სამუშაოს დელეგირების უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@aspgroup.ge 2024 წლის 30 ივნისამდე.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. გამოხმაურება მოხდება მხოლოდ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამის კანდიდატებთან.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |