jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: რადიოლოგის - ანგიოლოგის ასისტენტი
მომწოდებელი: ბოხუას სახ. კარდიოვასკულარული ცენტრი
გამოქვეყნდა: 31 მაისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

"ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას რადიოლოგის (ანგიოლოგის) ასისტენტის პოზიციაზე.

ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი წარმოადგენს საქართველოში წამყვან სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ხორციელდება ყველა სახის სისხლძარღვოვანი და გულის პათოლოგიების სრულფასოვანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

მისამართი: დიღომი, კ. ჩაჩავას ქუჩა #1
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-17:00
ანაზღაურება: 600 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ექიმის ასისტირება კვლევის ჩატარების დროს;
** პაციენტის სამედიცინო ჩანაწერების ზუსტად და დროულად მომზადება;
** პაციენტების კოორდინირება;
** სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული ან უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო/ჯანდაცვის ფაკულტეტი)
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** ქართულად გამართული ვერბალური და წერითი უნარები;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ან საკონტაქტო ინფორმაცია ელ-ფოსტაზე vacancy@vivomedical.ge და მიუთითეთ პოზიციის დასახელება: რადიოლოგის (ანგიოლოგის) ასისტენტი.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე.

კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |