jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: იმპორტის მენეჯერი
მომწოდებელი: Medical World
გამოქვეყნდა: 31 მაისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

"მედიქალ ვორლდი" 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მას შემდეგ, აქტიურად ახორციელეს სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტს, სრულიად საქართველოს მასშტაბით. კომპანია "მედიქალ ვორლდი" ფლობს ასევე საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს ლაბორატორიათა ქსელს რომელიც "მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის"სახელითაა ცნობილი.

"Medical World Spa&Wellnes"კი წარმოადგენს კომპანიის კიდევ ერთ მიმართულებას, რომელიც ორიენტირებულია, მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტზე. მიმდინარე წლის ივლისიდან "მედიქალ ვორლდის" ჰოლდინგს შემოუერთდა სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების ცენტრი მედ 11, რომელიც წარმოადგენს გერმანული გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალს საქართველოში. "მედიქალ ვორლდის" გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუდმივ პროფესიულ განვითარებასა და მდგრადი სამუშაო გარემოს შენარჩუნებას.

"მედიქალ ვორლდი" აცხადებს ვაკანსიას იმპორტის მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, ესმა ონიანის 32.
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00);
ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით

სამუშაოს აღწერა:

** საერთაშორისო ბაზრის მუდმივი კვლევა;
** ბაზარზე პროდუქტების მოძიება და შესყიდვასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების წარმოება;
** პოტენციურ/არსებულ მომწოდებლებთან პირობების, მოწოდების ვადებისა და გადახდის პირობების შეთანხმება;
** იმპორტთან და შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა;
** ფინანსური ანგარიშსწორების შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** საბაჟო კონტროლისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება და პროცედურების კონტროლი;
** სატრანსპორტო კომპანიებთან აქტიური კომუნიკაცია, ტვირთის ტრანსპორტირების კონტროლი.
** შემოსულ მოთხოვნებზე ხარისხიანი და სწრაფი რეაგირება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში, მიღებული დავალებების შესრულება;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების განხრით);
** სავალდებულოა ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა;
პიროვნული მახასიათებლები

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** ინიციატივის გამოვლენის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;

ჩვენთან დაგხვდებათ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;
** ეფექტურ სადაზღვევო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა (თანადაფინანსება);
** FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა;
** ბენეფიტები: -50%-იანი ფასდაკლება ანალიზებზე (ფასდაკლება ეხება ოჯახის წევრებსაც)

კანდიდატები, გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

** რეზიუმეების მიღება/გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება;

ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე: http://www.mworld.ge

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე hr.mwlab@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |