jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის მენეჯერი
მომწოდებელი: ალტე უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 7 ივლისი

ალტე უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** სტუდენტებთან და აკადემიურ/მოწვეულ პერსონალთან კომუნიკაცია, ინფორმაციის მიწოდება, კონსულტაცია და მხარდაჭერა სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე;
** სტუდენტთა მონაცემთა ბაზის და პირადი საქმეების წარმოება/განახლება;
** სტუდენტთა მხარდაჭერა/კომუნიკაცია ადაპტაციასა და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ჩართვის მიზნით;
** სტუდენტთა ადმინისტრაციულ და აკადემიურ რეგისტრაციაში ჩართულობა;
** სასწავლო პროცესის განხორციელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა:
** სასწავლო პროცესის მიმდინარეობის მონიტორინგი;
** სტუდენტების აკადემიური მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი;
** სასურველია ადმინისტრაციული მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება. მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** Microsoft-ის საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** კონფიდენციალურობის დაცვა;
** ინფორმაციის მიღება/დამუშავების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდურობა, თავაზიანობა და კეთილგანწყობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@alte.edu.ge და Subject-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 07 ივლისი.

გაცნობებთ, რომ "ალტე უნივერსიტეტი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ გსურთ "ალტე უნივერსიტეტის" მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, ასევე მონაცემთა შესწორება, განახლება ან/და შევსება, შეგიძლიათ შესაბამისი შინაარსის განცხადებით მიმართოთ "ალტე უნივერსიტეტს".

"ალტე უნივერსიტეტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის და "საქართველოს შრომის კოდექსის" მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისკრიმინაციის აკრძალვისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |