jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: CNC დანადგარის ოპერატორი
მომწოდებელი: ფაბრიკონი
გამოქვეყნდა: 4 ივნისი / განცხადების ვადა: 4 ივლისი

მოწინავე ქართული კომპანია "ფაბრიკონი" მეტალის ფაბრიკაციის სფეროში უკვე 5 წელიწადია წარმატებით მოღვაწეობს ქართულ და საექსპორტო ბაზრებზე, კომპანია ორიენტირებულია საწარმოს და პროდუქციის მუდმივ განვითარებაზე, საწარმო აღჭურვილია მეტალის დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მენეჯერების და სპეციალისტების გუნდით რომლებიც წარმატებით ართმევენ თავს კომპანიის წინაშე დასმულ ამოცანებს,
ფაბრიკონი პიონერია კონვეირული სტილით მეტალის კარების წარმოებაში და ასევე ამ წლების განმავლობაში რიგი ახალი პროდუქტები შეიქმნა მის საწარმოო ბაზაზე სხვადასხვა ინდუსტრიული მიმართულებებისთვის, ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კოოპერაციით, ფაბრიკონის გუნდი და საწარმოო შესაძლებლობები იძლევა საშუალებას დავხვეწოთ და შევქმნათ ახალი ლითონის ფაბრიკაციის პროდუქტები რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიების მიმართულებით ახალ შესაძლებლობებს და არსებული სამუშაო პროცესების გაეფექტურებას უწყობს ხელს.

ფაბრიკონი თავის გუნდში ეძებს კანდიდატს CNC დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე.

შესასრულებელი სამუშაო:

** მეტალის საჭრელი ლაზერის დანადგარის ოპერირება
** ნახაზების მიხედვით სხვადასხვა სისქის მეტალის დეტალების სწორი ჭრა
** დანადგარის გამართულად მუშაობისთვის, მწარმოებლის მიერ განსაზღვრული პროცედურებისა და რეკომენდაციების შესრულება
** საბოლოო პროდუქტის მზადების პროცესში ხარისხის კონტროლი.

სამუშაო უნარ ჩვევები:

** მეტალის საჭრელ დანადგართან მუშაობის გამოცდილება
** აუცილებელია კარგი არითმეტიკული უნარების ფლობა
** ნახაზების კითხვა, სასურველია დამაკმაყოფილებელ დონეზე
** სასურველია QCAD პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება
** CNC ოპერატორად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარე
** პუნქტუალური
** დისციპლინირებული
** სწრაფი
** კეთილსინდისიერი
** ხელმარჯვე
** სიახლეების ადვილად ათვისების უნარი.

ჩვენს რას გთავაზობთ:

** მეგობრული გუნდი
** კონკურენტული ანაზღაურება
** განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო
** ხელფასი 1500-2500 ლარი
** კვებას.
** ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას.
** საწარმოში უბედური შემთხვევის დაზღვევას,
** თანამედროვე სამუშაო იარაღებს.

ადმინისტრაციული დეტალები:

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი. 09:00 - 18:00 (შესვენება 14:00-15:00)
მდებარეობა: ქ. თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის ქუჩა N8.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV: hr@gardis.ge

დაგვირეკეთ მობ: 591 035 551 ან ფიქს. 032 24 24 099



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |